(არა)სააღდგომო პოსტი....

  • Saturday, April 23, 2011
  • Unknown
  • სიმართლე გითხრათ სააღდგომო პოსტს არ ვაპირებდი, მაგრამ იმდენი პოსტები და მსგავსი რაღაც რუღაცეები ვნახე ინტერნეტ სივრცეში, რომ მეც მომინდა რამე დამეწერა.... უფრო სწორად თქვენთვისაც გამეზიარებინა ერთი ლექსი, რომელიც ყოველ აღდგომას მახსენდება... მახსენდება და გემრიელად მეღიმება... მოდი და ნუ გაგეღიმება როცა გაგახსენდება ხალხი რომელიც ღამის 12 საათს ელოდება იმიტომ რომ 12:01-ზე ხსნილდება... მახსენდება ადამიანები, რომლებიც პირველ კატეგორიას დასცინიან - ,,მარხვის დროს, რომ ტორტზე და ნაყინზე ოცნებობ კაცი ეგ რა მარხვაა"-ო ტექსტით...ძალიან ხატოვნად, რომ ვთქვა შემდეგი სიტუაციაა
    ,,ყოველ ადამიანს თითქოს სრულიად ცხადად წარმოუდგენია, როგორ უნდა წარმართონ ცხოვრება სხვებმა, მაგრამ არავინ უწყის ეს საკუთარი ცხოვრების შესახებ"
                                          პაულო კოელიო ,,ალქიმიკოსი" 
    ისე ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მეორე კატეგორია უფრო მაღიზიანებს ვიდრე პირველი... ხო, კიდე არ დამიჯერებთ და, ეგვიპტე და ფარაონებიც მახსენდება... :)) ალბათ ყველამ იცით, ფარაონები რომ კვდებოდნენ სამარხებში უამრავ საყოფაცხოვრებო საგნებსა და საკვებ პროდუქტს ატანდნენ, ფუფუნების საგნებზე აღარაფერს ვამბობ... დასჭირდებაო-ს იდეოლოგიით.... მაგრამ ფარაონი რისი ფარაონი იყო ზედმეტად თითი განეძრია ამიტომ მადლიერი (ან სულაც უმადური) სანათესაო (მაგათი ნათესაობა არ გაიშვას არსად, მიმიქარავს ბრაზილიურ-ვენესუელური სერიალები) ერთ-ორ მონასაც მიაყოლებდნენ ხოლმე... ხოდა ძაან შორს კი წავედი, მაგრამ იმის თქმა მინდოდა, რომ დაახლოებით ესეთი იდეოლოგიით მივდივართ სასაფლაოზე და ვჭამთ-ვსვამთ.... დევიზი ერთია და უკვდავი... ,,მიუვათ".... იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ქართველებს კუდაბზიკობა გენში გვაქვს და როგორც წესი ამ ,,მისავალისათვის" ისეთი სუფრები ეწყობა ხოლმე, ქორწილის სუფრას რომ არ ჩამოუვარდება... 
    ისე მეც კაი კუდაბზიკა ვარ, თორე რა მინდა ეხლა რომ ვგენიოსობ აქ... :))  
    მოკლედ.... დავუბრუნდეთ ლექსს, კი არა და... აი ლექსიც...

    ,,ხვალ მომიწევს დილით ადრე ადგომა,
    წელს ხუთ მაისს მოუწია აღდგომა
    და წითლად თუ არ შევღებე კვერცხები,
    ახლობლების საფლავებთან შევრცხვები.
    მთავარია გულს არ ავნონ ცხიმებმა,
    გაზაფხულზე მოუხშირეს წვიმებმა,
    თან გარშემო რამდენია საბაბი
    გაგასინჯოს ხინკალი და ქაბაბი
    გსურს თუ არა, მოიმატებ წონაში
    სეისმურის გავიჩითე ზონაში,
    ერთხელ უკვე ისე დააზანზარა,
    რომ სახლების ნახევარი დაბზარა.
    ის ვინც არის მურტალ დეპრესიაში
    კვირას წავა ალბათ ეკლესიაში
    და ეცდება როგორც ნაღდი ქართველი,
    რომ დაუნთოს ქრისტეს თაფლის სანთელი.
    მე კი, როგორც სექტანტ-იაღოველი
    შველას პოეზიისაგან მოველი
    და ვიშოვო საარსებო, რომ ფული
    ლექსი უნდა ვწერო კოტესტროფული"

                                                 კოტე ყუბანეიშვილი 

    4 comments:

    Anonymous said...

    ქრისტე აღდგა ნიინ! მრავალ აღდგომას დაესწარი შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად.:*
    P.S. ათეისტი ხარ? :)

    Unknown said...

    მადლობთ აქსიომ, მეც გილოცავ ჩემო კარგო დაესწარი მრავალს :*
    P.S. ეგრე გამოდის :)

    Anonymous said...

    სად დაიკარგე? მ? :)

    Unknown said...

    ვაიმე არ ვიცი :)) გადავყევი დროსტარებას :))) პოსტი კი არა აქსიომ, საერთოდ თუ შემოვიჭყიტე ბლოგზე მიხარია ხოლმე :)) ;”> :*

    Post a Comment