გადამისამართება....

  • Thursday, May 19, 2011
  • Unknown
  • მათთვის ვინც კითხულობდა ჩემს ბლოგს და მათთვისაც ვინც შემთხვევით მოხვდება აქ! - ბლოგის ადმინისტრაცია გაცნობებთ, რომ გადავედით ახალ მისამართზე ნინის'ს ბლოგი . გვესტუმრეთ და გაგვახარეთ, რა იცით იქნებ რამე საინტერესოსაც წააწყდეთ ;)

    საკუთარი ჯოჯოხეთი

  • Thursday, May 12, 2011
  • Unknown
  • ,,აი მარტოობა კი, ნამდვილი მარტოობა,ყოველგვარი ილუზიის გარეშე, რამდენადმე წინ უსწრებს სიგიჯეს ან თვითმკვლელობას"
                                         ერიხ მარია რემარკი ,,სამი მეგობარი" 


    ადამიანი მარტო არასდროსაა, ვერასოდეს ვერ იქნება... მისი ფიქრები, მისი წარსული, მომავალი, ემოციები მუდამ თან სდევს, არასოდეს ტოვებს... ყოველთვის თავს ახსენებენ... რატომ გვჭირდება საზოგადოება, ხალხმრავალი ადგილები... ურთიერთობები... ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, ერთადერთი თუ არა ჩვენი ფიქრების გაჩუმება, მათი ხმის ჩახშობაა... ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის გვინდა, რომ აწმყო შევქმნათ... აწმყო, რომელიც დამაკავშირებელი ხიდია მომავალთან... მითხარით რამდენი ადამიანი ზრუნავს დღევანდელზე ყოველგვარი ქვეცნობიერი მომავლის გარეშე... თითქმის არავინ (ან არავინ), მაგრამ მხოლოდ წარსულია შედარებით რეალური... სიხარულით, ტკივილით, იმედგაცრუებით, წარმატებით... მაგრამ საკმარისია მარტო დარჩე... ,,მარტო საკუთარ თავთან"... მაშინვე აიშლებიან ფიქრები... არა ადამიანური სიმძაფრით განიცდი ყველა შენს სისუსტეს, რასაც გულმოდგინედ ებრძვი და მალავ... ფიქრები, რა შეგეძლო გაგეკეთებინა და არ გააკეთე... რა შეგიძლია და არ აკეთებ... და ბოლოს... და ბოლოს მოდის ყველაზე საშინელი კითხვა... ,,და ბოლოს რა? და მერე რა?"... და გინდა იკივლო... იტირო... ილაპარაკო თუნდაც არავინ გისმინოს... ოღონდ ეს აჩრდილები დააფრთხო და მოიშორო... მაგრამ ისინი არსად მიდიან... იზრდებიან... მუქდებიან... უფრო მკაფიოდ გესმის მათი ხმა... ხმა რომელიც მარტო ერთ კითხვას გიმეორებს - ,,და ბოლოს რა? და მერე რა? და შენც იძირები ამ ჭაობში... გრძნობ როგორ გითრევს და იმასაც გრძნობ, რომ რაც არ უნდა იფართხალო, მარტო უარესია... კითხვა კი ისევ გესმის... გრძნობ როგორ გიხურს ტვინი... ფეთქავს გული... და უკვე საკუთარი ხმა გესმის ,,და ბოლოს რა? და მერე რა?


    " ... და რადგან თვით გადარჩენის ინსტიქტი ყველაზე ძლიერია იწყებ, ეძებ პასუხს ამ კითხვაზე... იხსენებ მიზეზებს და მიზნებს, მაგრამ ხვდები, რომ ამით მხოლოდ თავს არიდებ კითხვას... არავინ იცის და მერე რა და ბოლოს რა... კადრივით უყურებ წარსულს და რეჟისორივით დგამ მომავალს... მაგრამ ჭაობის სიმყრალეს უფრო მკაფიოდ გრძნობ... ფიზიკური სისუსტე არაფერია სულიერ, ემოციურ სისუსტესთან შედარებით... ეს უკანასკნელი ბევრად მტკივნეულია... იმდენად მახინჯი და გულისამრევია, როგორც პერსევსის გორგონა მედუზა... და ტკივილი უფრო მძაფრდება... ჭკუიდან გადაყავხარ იმ აზრს, რომ ეს სიმახინჯე შენშია... შენს გულში... გონებაში... ვენებში... შენში ცოცხლობს და შენით იკვებება... აცნობიერებ, რომ ყველა შენი უკან გადადგმული ნაბიჯი... ან ნაბიჯი რომელიც წინსვლისთვის არ გადაგიდგამს მისთვის იყო... მისი სიცოცხლისთვის... ის კი იზრდება... ძლიერდება... და შენც ისევე გამახინჯებს, როგორიც თვითონ არის... ჭაობი კი აუღელვებლად მუშაობს... მას არსად ეჩქარება... იცის, რომ შენ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი... იცის რომ შენც ვერსად გაექცევი... ისევე გადაგყლაპავს, როგორც მრავალი მილიარდი გადაყლაპა შენამდე... და ისიც იცის, რომ კიდევ მრავალი იქნება შენს მერე... და როცა ამის გათვითცნობიერებას იწყებ შენი რეჟისურა... ის მომავალი, რამოდენიმე წუთის წინ რომ შექმენი უცებ იცვლება... ხუნდება... მზე ბნელდება... მწვანე ქრება... ცარელდება და ისეთი სიჩუმე დგება, რომ სისხლი გეყინება... და გესმის ისევ კითხვა... ,,და ბოლოს რა? და მერე რა?"... გახურებულმა ტვინა სხეული დაღალა, გული ისეთი დატვირთვით მუშაობს, რომ მარტო ეს, მუჭისხელა კუნთი კი არა, ყველაზე პატარა კაპილარსაც კი გრძნობ და გტკივა... გრძნობ როგორ ხდები შენც აჩრდილი არჩრდილთა სამყაროში... სამყაროში სადაც სიბნელე... სიცივე...სიჩუმეა... სამყაროში სადაც ყველა ფეხის ნაბიჯზე ხვდები საკუთარ შეცდომებს... საკუთარ ტკივილს... საკუთარ სისუსტეებს... ხედავ როგორ გიღიმიან... გიღიმიან ისე, როგორც იუდა უღიმოდა ქრისტეს... და ვეღარ ხვდები რა უფრო ძლიერ ტკივილს გაყენებს... სირცხვილი თუ საკუთარი უსუსურობის შეგრძნება... ისინი კი გარს გეხვევიან... გახსენებენ ყველაფერს რისი დავიწყებაც გინდოდა... გრძნობ რომ დაიკარგე... გრძნობ როგორ ფორიაქობენ ფიქრები თავში ყველანაირი თანმიმდევრობის გარეშე... გრძნობ რომ კივიხარ... მაგრამ არ გესმის... გონების კივილს მარტო შეგრძნება შეიძლება... და მარტო შენ გრძნობ... ისიც მხოლოდ იმით, რომ მთელი სხეული დაჭიმულია დაძაბულობისაგან, თითქოს რაღაც კატასტროფას ელოდება...

    და ბოლოს რა? და მერე რა?... ისევ გრძნობ საკუთარ კივილს და საფეთქლების ტკივილს ჭკუიდან გადაყავხარ... გრძნობ რომ დაიღალე... გადაიწვი... სირცხვილისაგან... ტკივილისაგან... იმედგაცრუებისაგან... აჩრდილები ძალიან ნელა მუშაობენ შენს გონებაზე... ნელა იმიტომ რომ საკუთარი სიამოვნება გაიხანგრძლივონ... რატომ წვალობდი, რისთვის?... ფული?... დიდება?... სილამაზე?... ,,და მერე რა? და ბოლოს რა?" შენც ისევე წახვალ როგორც მარვალი წასულა და წავა... წახვალ და არასოდეს დაბრუნდები... შენი მსგავსიც კი აღარაფერი იქნება და რომც იყოს, თუნდაც შენი გენი რომ დარჩეს, შენ მაინც ვერაფერს გაიგებ... ვერ იგრძნობ... ვერ დაინახავ... ,,მიწა ხარ და მიწად იქცევი" ... და ისევ კივიხარ, მაგრამ იცი რომ აქ, ამ სამყაროში ვერავინ მოგაგნებს, ვერავინ გიშველი... ეს შენი მთვარის ბნელი მხარეა... მხარე რომელსაც, რატომღაც კბილებით იცავ... ყველასგან მალავ... და მხარე რომელიც შეიძლება იშვიათად მაგრამ აუტანლად მტკივნეულად გახსენებს საკუთარ არსებობას... და ზუსტად მაშინ, როცა გგონია რომ ჭაობმა თავისი საქმე აუღელვებლად და სრულყოფილად გააკეთა... მაშინ როცა გგონია, რომ გაქრი , აღარ ხარ და გაქრა ყველაფერი შენს გარშემო, მოდის ,,პანდორას ყუთის" ბოლო საჩუქარი... კინაღამ სამუდამოდ რომ გამოკეტეს... მოდის ვიწრო და ნათელ სხივად.... მაგრამ ეს ერთი შეხედვით უსუსური სინათლე დამანგრეველი ძალაა იმ უკუნითი სიბნელისა გამალებით რომ ცდილობს შენს ჩაყლაპვას... გრძნობ როგორ მიყვები ამ სხივს დაღლილი გონებით და სხეულით... იმდენად დაღლილით, რომ არც კი ფიქრობ საით მიყავხარ... უბრალოდ სითბო გსიამოვნებს და განაბული ემორჩილები... მერე სუფთა ჰაერი... სიმსუბუქე... ხვდები რომ აღარ შფოთავ... გესმის როგორ ხმაურით იხურება შენს ზურგს უკან უზარმაზარი კარები... და ძლივს აღიქვამ კარს უკან არსებულ არა ადამიანურ ხარხარს, კივილს და კვნესას... მალე ეგეც აღარ გესმის... იცი , რომ ისევ უნდა ჩაება ყოველდღიურ რუტინაში... გაგიხარდეს, გეწყინოს, აღფრთოვანდე და იმედი გაგიცრუვდეს... მაგრამ იცი, რომ არაფერი შეედრება დილის მზის, ცელქ სხივებს, მწვანე ფოთლების შრიალს, ღიმილს შენს და საყვარელი ადამიანების სახეზე, მილიონობით ფერს შენს ირგვლივ, ახალ შეგრძნებებს... გესმის როგორ ელაპარაკები საკუთარ თავს, რომ დღეიდან ყველაფერს შეცვლი... სისუსტეებს სიძლიერედ აქცევ და ყველაზე პატარა შანსსაც კი გამოიყენებ... მაგრამ... სადღაც ძალიან შორს, გულის და გონების ძალიან ბნელ კუთხეში, იცი რომ შენი ჯოჯოხეთი, შენი აჩრდილების სამყარო შენშია... მას ვერ გაექცევი და ვერც დაემალები... მოვა დრო და ეს კარიბჭე ისევ გაიხსნება... ისევ ესტუმრები საკუთარ ჯოჯოხეთს... ისევ ისე, ძალიან ნელა და ძალიან წვრილად დაგფლითავენ აჩრდილები... ისევ გადაგარჩენს და ახალ სიცოცხლეს გაჩუქებს პაწაწინა ნათელი სხივი... და ეს მოხდება ისევ და ისევ... კიდევ და კიდევ... სანამ ცოცხალი ხარ... სანამ ხარ და სანამ სუნთქავ... ყველაფერი კი ისევ ერთი კითხვით დაიწყება... ,,და ბოლოს რა? და მერე რა?! "


    აღსარება ელ.დღიურს :))

  • Thursday, May 5, 2011
  • Unknown
  • გამარჯობა ელ.დღიურო... დაგიბრუნდი შენი ,,უძღები შვილი"... :) ვინ ვინ და შენ ყველაზე კარგად იცი, სტაბილურობა ჩემი საუკეთესო თვისება არააა... კიდე კაი ენა არ გაქვს თორე ადამიანთა უმრავლესობის მსგავსად შენც ,,შემამკობდი კომპლიმენტებით"... ალბათ იმიტომაც გიბრუნდები ხოლმე... ამჯერადაც და არაერთხელ და არაუკანასკნელად უმუზოდ დავბრუნდი... სამაგიეროდ დადებითი ემოციებით სავსე.... კიდე კალორიებით სავსე... :) მაგრამ მოდი ამ უკანასკნელზე არ ვიწუწუნებ... როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ ,,რასაც დასთესს, იმას მოიმკიო".... არა და სულ ცეკვა-თამაშით ,,დავთესე....


    კოტიკოსი არ იყოს ,,თან გარშემო რამდენია საბაბი, შეგაჭამოს ხინკალი და ქაბაბი"-ო :)) ეგრე ვიყავი მეც... იმ განსხვავებით რომ არც ერთი მიყვარს და არც მეორე... საბაბი კი იცოცხლე... ძაანაც მიყვარს და ძაანაც ბევრია,  ნუ თუ არ არის ყოველთვის შეიძლება მიზეზის პოვნა...  (არ დაიწყო ეხლა ,,ძაან" კი არა ,,ძალიანო" როგორც მინდა ისე დავწერ, ენა არ გაქვს შენ და ბოროტად ვსარგებლობ მე... წადი და მიჩივლე სტრასბურგში თუ მაგარი ხარ :P ) ხოდა ეხლა წარმოიდგინე... მეგობრებთან ერთად მაიმუნობაში გართული,დაღლილი და ბახუსს გემრიელად ჩახუტებული, რომ მოვიდოდი სახლში ვაჟბატონ მუზას როგორც არ უნდა შევეწუხებინე (ვაღიარებ რომ მაწუხებდა) მე რამის დამწერი ვიყავი? მიყურე ეხლა უცნაური ღიმილით... :)) ორივემ ვიცით რომ არა, და ისე ნუ მიყურებ თითქოს პირველი შემთხვევა იყოს.... თან გაგახარებ და გეტყვი არც ბოლოა :P მთელ პერიოდზე წერა მზარვის.... მაგრამ კულმინაციას გეტყვი... ჩეეემი ძალიან საყვარელი მეგობრები გაბედნიერდნენ.... ხოოოდა ვიყავით ყველა აჟიტირებულები.... ნუ წინა დღეებშიც იყო რაღაც რუგაცეები თავისთავად... მოკლედ ამ პერიოდში ისეთი რაოდენობით მოვახერხე ალკოჰოლის ათვისება, მეშინია არ ავორთქლდე... და ნუ რათქმაუნდა სამეგობროში მიღებული წესისამებრ ვაკეთებ განცხადებას: ,,დამიბრონეთ ღვიძლის დონორი" :)) 

    აუ, იცი რა იქნებოდა მაგარი? რამე აპარატი რომ არსებობდეს, მიიმაგრებ  და კომპში გადმოიტანს შენს ფილოსოფიურ აზრებს... მერე დრო რომ გექნება ცოტას ,,შეალამაზებ" და ვუალა.... შენც იმაზე ფიქრობ რაზეც მე ხო? :))) კარგი ხო, ვის არ გაუფრენია ცოტა... აბა სულ დალაგებული? არააა... მადლობააა :)) პრინციპში ვიტყუები ეხლა მე... საფიქრელი დროც არ მქონდა... თავს არ ვიწუხებდი... როგორც მე ვამბობ ხოლმე მაიმუნობაზე ვიყავი გადასული :)) ,,კუზიანს სამარე ასწორებსო" ხო იცი... ხოდა ეგრე არის ჩემი ამბავიც... ამასწინათ ჩემი ძველი დღიურები აღმოვაჩინე და..... არა სულ ერთ ნოტაზე როგორ ვარ გამაგებინეთ ვინმემ რააა.... :))) ვერ ვიტყვი არ მომწონსთქო მაგრამ, ცოოოტა უცნაურია არაა? მოკლედ დიაგნოზი ჟღერს შემდეგნაირად: ჩემი საშველი არააა :)))) იმედი მაქვს მალე გესტუმრები რამე საინტერესო იდეით, თუ არა და ,,გულს ნუ გაიტეხ ბაჩუკი" :)))))

     

    (არა)სააღდგომო პოსტი....

  • Saturday, April 23, 2011
  • Unknown
  • სიმართლე გითხრათ სააღდგომო პოსტს არ ვაპირებდი, მაგრამ იმდენი პოსტები და მსგავსი რაღაც რუღაცეები ვნახე ინტერნეტ სივრცეში, რომ მეც მომინდა რამე დამეწერა.... უფრო სწორად თქვენთვისაც გამეზიარებინა ერთი ლექსი, რომელიც ყოველ აღდგომას მახსენდება... მახსენდება და გემრიელად მეღიმება... მოდი და ნუ გაგეღიმება როცა გაგახსენდება ხალხი რომელიც ღამის 12 საათს ელოდება იმიტომ რომ 12:01-ზე ხსნილდება... მახსენდება ადამიანები, რომლებიც პირველ კატეგორიას დასცინიან - ,,მარხვის დროს, რომ ტორტზე და ნაყინზე ოცნებობ კაცი ეგ რა მარხვაა"-ო ტექსტით...ძალიან ხატოვნად, რომ ვთქვა შემდეგი სიტუაციაა
    ,,ყოველ ადამიანს თითქოს სრულიად ცხადად წარმოუდგენია, როგორ უნდა წარმართონ ცხოვრება სხვებმა, მაგრამ არავინ უწყის ეს საკუთარი ცხოვრების შესახებ"
                                          პაულო კოელიო ,,ალქიმიკოსი" 
    ისე ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მეორე კატეგორია უფრო მაღიზიანებს ვიდრე პირველი... ხო, კიდე არ დამიჯერებთ და, ეგვიპტე და ფარაონებიც მახსენდება... :)) ალბათ ყველამ იცით, ფარაონები რომ კვდებოდნენ სამარხებში უამრავ საყოფაცხოვრებო საგნებსა და საკვებ პროდუქტს ატანდნენ, ფუფუნების საგნებზე აღარაფერს ვამბობ... დასჭირდებაო-ს იდეოლოგიით.... მაგრამ ფარაონი რისი ფარაონი იყო ზედმეტად თითი განეძრია ამიტომ მადლიერი (ან სულაც უმადური) სანათესაო (მაგათი ნათესაობა არ გაიშვას არსად, მიმიქარავს ბრაზილიურ-ვენესუელური სერიალები) ერთ-ორ მონასაც მიაყოლებდნენ ხოლმე... ხოდა ძაან შორს კი წავედი, მაგრამ იმის თქმა მინდოდა, რომ დაახლოებით ესეთი იდეოლოგიით მივდივართ სასაფლაოზე და ვჭამთ-ვსვამთ.... დევიზი ერთია და უკვდავი... ,,მიუვათ".... იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ქართველებს კუდაბზიკობა გენში გვაქვს და როგორც წესი ამ ,,მისავალისათვის" ისეთი სუფრები ეწყობა ხოლმე, ქორწილის სუფრას რომ არ ჩამოუვარდება... 
    ისე მეც კაი კუდაბზიკა ვარ, თორე რა მინდა ეხლა რომ ვგენიოსობ აქ... :))  
    მოკლედ.... დავუბრუნდეთ ლექსს, კი არა და... აი ლექსიც...

    ,,ხვალ მომიწევს დილით ადრე ადგომა,
    წელს ხუთ მაისს მოუწია აღდგომა
    და წითლად თუ არ შევღებე კვერცხები,
    ახლობლების საფლავებთან შევრცხვები.
    მთავარია გულს არ ავნონ ცხიმებმა,
    გაზაფხულზე მოუხშირეს წვიმებმა,
    თან გარშემო რამდენია საბაბი
    გაგასინჯოს ხინკალი და ქაბაბი
    გსურს თუ არა, მოიმატებ წონაში
    სეისმურის გავიჩითე ზონაში,
    ერთხელ უკვე ისე დააზანზარა,
    რომ სახლების ნახევარი დაბზარა.
    ის ვინც არის მურტალ დეპრესიაში
    კვირას წავა ალბათ ეკლესიაში
    და ეცდება როგორც ნაღდი ქართველი,
    რომ დაუნთოს ქრისტეს თაფლის სანთელი.
    მე კი, როგორც სექტანტ-იაღოველი
    შველას პოეზიისაგან მოველი
    და ვიშოვო საარსებო, რომ ფული
    ლექსი უნდა ვწერო კოტესტროფული"

                                                 კოტე ყუბანეიშვილი 

    99 ფრანკი...

  • Sunday, April 17, 2011
  • Unknown

  • ფრედრიკ ბეგბედერი... 99 ფრანკი... წავიკითხე... ისევე, როგორც სხვა ,,ბესთ სელერების", ამ წიგნის ქართულ თარგმანსაც სულმოუთქმენლად ველოდებოდი... და როგორც ხშირად მემართება,  უკმაყოფილო დავრჩი... საერთოდ ,,ბესთ სელერმა" ჩემთვითვის უცნაური მნიშვნელობა მიიღო... დაახლოებით შემდეგნაირი... ერთ დროს, რომელიღაც საწარმომ სიგარეტი გამოუშვა, რომელსაც სუნი არ ქონდა... იმდენი იწუწუნეს მწეველებმა და არამწეველებმა სიგარეტის სუნი გვაღიზიანებსო, რომ მწარმოებლებმა იფიქრეს გავმდიდრდით და ეგ არისო... შედეგად კი ისევე მალე დაიხურა ე.წ. ,,სიგარეტის" წარმოება როგორც თავის დროზე უალკოჰოლო შამპანურის წარმოება... ჯერ შამპანური რა არის და მერე ისიც უალკოჰოლო... ხოდა, მოკლედ მივხვდი, რომ ესე მემართება ე.წ. ,,ბესთ სელერებზე"... ჯერ არ მახსოვს რომელიმეთი აღვფრთოვანებულიყავი კი არა და, მესიამოვნა მაინც... იმ სიგარეტს და შამპანურს ჰგვანან არც სუნი და არც ალკოჰოლი რომ რ აქვთ... ერთხელ წაიკითხავ... შემოდებ თაროზე და არაფრით დაგამახსოვრებენ თავს... მარტო მაშინ გაგახსენდება მათი არსებობა ვინმე თუ გაგახსენებს... გარკვეული ნაწყვეტები მქონდა წაკითხული... ვიცოდი, რომ საკმაოდ პროვოკაციული ნწარმოები იყო და ცინიზმის ნიშნებიც რომ დავიჭირე, მეთქი ვსო... ვისიამოვნებთქო, მაგრამ შედეგად იმედგაცრუება მივიღე... კითხვას რომ მოვრჩი ერთი სიტყვა მიტრიალებდა თავში... უმადური... ადამიანს გააჩნდა ყველაფერი... ყველაფერი რასაც ისურვებდა... როცა ისურვებდა... და სადაც ისურვებდა... მაგრამ იმაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა, რომ ფულის საკმაოდ დიდი რაოდენობა ვენაში... უკაცრავად ცხვირში გაუშვა... საცოდაო არსებავ... ჰო, აბა რა... ყველა კაიფობს და შენ გამონაკლისი რატომ უნდა იყო... მითუმეტეს თუ კოკაინი ახალგაზრდობის ილუზიას გიქმნის და იმ სამყაროს გაშორებს, რომელსაც შენივე სიტყვებით თუ ვიტყვით ,, გული გერევა"... ოღონდ აი ერთი რამ... შენ ის არ ხარ თავი რომ მოგაქვს რეკლამას არ წამოვეგებიო ?!... ამ დროს რჩეულ ბრენდებს დასდევ და კოკაინი ღმერთად გაგიხდია... ნირვანას ეძებს ბიჭი... ხო, ნამდვილად ვერ წამოგაგეს რეკლამას... სინამდვილეში ისეთივე სუსტი ხარ, იმაზე მეტად თუ არა, ვისაც დასცინი... იცი რა არის სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს... თითქმის მთელი წიგნის გამნავლობაში შედარებებს აკეთებ, რომელ საწარმოების ბრუნვებსა და ქვეყნების ბიუჯეტებს შორის... წუწუნებ რომ მათი შემოსავალით და იმ თანხებით რასაც ისინი რეკლამაში ხარჯავენ მილიონობით... მილიარდბით ადამიანის დაპურება, განკურნება და მათთვის თავშესაფრის მიცემა შეიძლება... თვითონ კი ჩვენი მოწონებული პერსონაჟი რომლის შემოსავლის არათუ ნახევარი, მცირე ნაწილიც კი ბევრ მშიერს დააპურებდა რას აკეთებს?
    ,,ბარზე დაყრდნობილი ახალ ქალებზე ოცნებებ. კაი დრო დაგჭირდა იმისათვის, რომ, ბოლოს და ბოლოს, მიმხვდარიყავი, რა გინდოდა ცხოვრებაში: მარტოობა, სიწყნარე, სმა, კითხვა, ნარკოტიკები, წერა და დროდადრო სექსი ლამაზ ქალებთან, რომლებსაც მერე აღარასოდეს ნახავდი"
    სურვილებშიც კი ისეთივე მშიშარაა, როგორც ცხოვრებაში... ალბათ ამიტომაცაა, რომ ესე მარტივად მიუთითებს ყველას შეცდომებზე, დასცინის მათ ცხოვრების წესს და უტიფრად მოითხოვს მათგან ,,დედა ტერეზობას"... იმიტომ, რომ თვითონ არასდროს უცდია ამის გაკეთება, სინამდვილეში სურვილიც კი არ გასჩენია...ეხლა დგას და ჭკუას გვარიგებს... რემარკი გამახსენდა და კიდევ ერთხელ მივხვდი რატომ ვარ ,,შეყვარებული" ამ მწერალზე 
    მიცვალებულთა ხსოვნისადმი მოწიწება სხვა არაფერია, თუ არა მათ წინაშე დანაშაულის შეგრძნება. ადამიანები ცდილობენ გამოისყიდონ ის ბოროტება, რომელიც მიცვალებულებს სიცოცხლეში მიუზღეს. ადამიანებს ჩვეულებრივ მხოლოდ მაშინ აგონდებათ მათი კეთილშობილების საცოდავი მარაგი, როცა უკვე ძალიან გვიან არის. და მაშინ ის ძალზე გულაჩუყებულია იმის შეგრძნებით, რომ თურმე დიდად კეთილშობილი შეიძლებოდა ყოფილიყო და თავისი თავი ამ ქვეყნიურ სიკეთეთა განსახიერებად სახავს. სათნოება, კეთილშობილება, სიკეთე... - ეს თვისებები ყოველთვის გირჩევნია აღმოაჩინო სხვებში, რათა ისინივე გაასულელო... - ადამიანთა საზოგადოების ზნეობრივი საფუძვლებია ანგარება, შიში და მუხანათობა. ადამიანი ბოროტია, მაგრამ სიკეთე კი უყვარს... როცა მას სხვები სჩადიან."
                              ერიხ მარია რემარკი ,,სამი მეგობარი" 
    ბატონ ოქტავს, მერე ეგეც აღარ მოეწონა და დევიზით ,,აბა, მე ხომ არ მოვიჭრი კუდს" მთელი სამყარო დაადანაშაულა იმაში, რომ თვითონ კოკაინზე ,,ზის"... გვაპატიე მეგობარო... გვაპატიე, რომ შენი მორალური განადგურება არ ვიკმარეთ და ფიზიკურადაც განადგურებთ... რეკლამას ვერ იტან ხომ საყვარელო... ,,გული გერევა" ყველა სარეკლამო ვიდეოზე და ყველა ადამიანზე ვინც მას უყურებს... შენა და ვაჟკაც, წიგნიც რომ იგივე ,,მექანიზმით" გაყიდეა არაუშავს ?! ,,შემომხედეთ ხალხნო... მე ის ვარ ვინც თვალს აგიხელთ... ტელევიზიამ და რეკლამამ ზომბებად გაქციათ... მიყურეთ, მისმინეთ და გამოფხიზლდით... ბლა-ბლა, ბლა-ბლა... " თან 33 წლის ასაკში რომ მოუნდა "ცოდვას დახსნოდა"...  
    ,,ყველაფერი წარმავალია და ყველაფერი იყიდება. ადამიანიც ისეთივე პროდუქტია როგორც სხვა დანარჩენი. მასაც გააჩნია ვარგისიანობის განსაზღვრული ვადა. ამიტომაც გადავწყვიტე 33 წლის ასაკში სამსახურისათვის თავი დამენებებინა. თანაც, როგორც მოგეხსენებათ, საუკეთესო ასაკია აღდგომისათვის"
    ბარემ გეთქვა ქრისტეს რეინკარნაცია ვარ... იმიტომ ვიკლავდი საკუთარ თავს ნელა და წამებით, რომ 33 წლის ასაკში აღვმდგარიყავი და თქვენი სულები... უკაცრავად, საფულეები და საკრედიტო ბარათები გადამერჩინაო... იდიოტობაა... არ გეგონოთ ფანატიკოსი მორწმუნენე ვიყო, მაგრამ თუ რამეს მაცოფებს ადამიანში, სხვისი სიწმინდის უპატივცემულობაა... მერე მოვა ვიღაც ოქტავისნაირი ,,გენიოსა" და ,,სარკაზმია" ესო იტყვის... რეგვენო... მე თუ არ მწამს და არ მჯერა, ეს იმის უფლებას არ მაძლევს სხვათა სიწმინდეები  დასაცინი გავხადაო... ბუნებით ესტეთი ვარ... არც სნობიზმია ჩემთვის უცხო... ამიტომაც უხამსმა სცენებმა, როლის სიმცირესაც წიგნი ნამდვილად არ განიცდის გულგრილი არ დამტოვა, ამ სიტყვის ცუდი გაგებით... იმაზე აღარაფერს ვამბობ, რა მშვენიერი მასალა გაუჩნდა ჩემს ცინიზმს და სარკაზმს განსახილველად, როდესაც ,,გულაჩუყებული" ოქტავი შორიდან საყვედურობს სოფის ,,შვილი რატომ წამართვიო" და რა ხატოვნად აკავშირებს მთელს მის მსუბუქად რომ ვთქვათ ,,არასასურველ" ცხოვრების წესს, ,,საოცნებო" შვილის აღზრდასთან... ,,გული მომიკვდა"... 
    მოკლედ... არ მომეწონა ეს თქვენი ,,99 ფრანკი" და რადგან საკმაოდ ბევრგან ამოვიკითხე, რომ ბეგბედერი ხშირად თავისი პერსონაჟის ხასიათით გადმოსცემს საკუთარ პიროვნებას, ბატონო ბეგბედერ, ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ თქვენს შეფასებაში ვცდები...

    პ.ს. ყოველივე ზემოთაღნიშნული ჩემი პირადი, სუბიექტური მოსაზრებაა... ყველა ადამიანს აქვს უფლება გააჩნდეს საკუთარი აზრი, ამიტომ არ გამიკვირდება თუ არ მეთანხმებით... :D