(არა)სააღდგომო პოსტი....

  • Saturday, April 23, 2011
  • Unknown
  • სიმართლე გითხრათ სააღდგომო პოსტს არ ვაპირებდი, მაგრამ იმდენი პოსტები და მსგავსი რაღაც რუღაცეები ვნახე ინტერნეტ სივრცეში, რომ მეც მომინდა რამე დამეწერა.... უფრო სწორად თქვენთვისაც გამეზიარებინა ერთი ლექსი, რომელიც ყოველ აღდგომას მახსენდება... მახსენდება და გემრიელად მეღიმება... მოდი და ნუ გაგეღიმება როცა გაგახსენდება ხალხი რომელიც ღამის 12 საათს ელოდება იმიტომ რომ 12:01-ზე ხსნილდება... მახსენდება ადამიანები, რომლებიც პირველ კატეგორიას დასცინიან - ,,მარხვის დროს, რომ ტორტზე და ნაყინზე ოცნებობ კაცი ეგ რა მარხვაა"-ო ტექსტით...ძალიან ხატოვნად, რომ ვთქვა შემდეგი სიტუაციაა
    ,,ყოველ ადამიანს თითქოს სრულიად ცხადად წარმოუდგენია, როგორ უნდა წარმართონ ცხოვრება სხვებმა, მაგრამ არავინ უწყის ეს საკუთარი ცხოვრების შესახებ"
                                          პაულო კოელიო ,,ალქიმიკოსი" 
    ისე ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მეორე კატეგორია უფრო მაღიზიანებს ვიდრე პირველი... ხო, კიდე არ დამიჯერებთ და, ეგვიპტე და ფარაონებიც მახსენდება... :)) ალბათ ყველამ იცით, ფარაონები რომ კვდებოდნენ სამარხებში უამრავ საყოფაცხოვრებო საგნებსა და საკვებ პროდუქტს ატანდნენ, ფუფუნების საგნებზე აღარაფერს ვამბობ... დასჭირდებაო-ს იდეოლოგიით.... მაგრამ ფარაონი რისი ფარაონი იყო ზედმეტად თითი განეძრია ამიტომ მადლიერი (ან სულაც უმადური) სანათესაო (მაგათი ნათესაობა არ გაიშვას არსად, მიმიქარავს ბრაზილიურ-ვენესუელური სერიალები) ერთ-ორ მონასაც მიაყოლებდნენ ხოლმე... ხოდა ძაან შორს კი წავედი, მაგრამ იმის თქმა მინდოდა, რომ დაახლოებით ესეთი იდეოლოგიით მივდივართ სასაფლაოზე და ვჭამთ-ვსვამთ.... დევიზი ერთია და უკვდავი... ,,მიუვათ".... იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ქართველებს კუდაბზიკობა გენში გვაქვს და როგორც წესი ამ ,,მისავალისათვის" ისეთი სუფრები ეწყობა ხოლმე, ქორწილის სუფრას რომ არ ჩამოუვარდება... 
    ისე მეც კაი კუდაბზიკა ვარ, თორე რა მინდა ეხლა რომ ვგენიოსობ აქ... :))  
    მოკლედ.... დავუბრუნდეთ ლექსს, კი არა და... აი ლექსიც...

    ,,ხვალ მომიწევს დილით ადრე ადგომა,
    წელს ხუთ მაისს მოუწია აღდგომა
    და წითლად თუ არ შევღებე კვერცხები,
    ახლობლების საფლავებთან შევრცხვები.
    მთავარია გულს არ ავნონ ცხიმებმა,
    გაზაფხულზე მოუხშირეს წვიმებმა,
    თან გარშემო რამდენია საბაბი
    გაგასინჯოს ხინკალი და ქაბაბი
    გსურს თუ არა, მოიმატებ წონაში
    სეისმურის გავიჩითე ზონაში,
    ერთხელ უკვე ისე დააზანზარა,
    რომ სახლების ნახევარი დაბზარა.
    ის ვინც არის მურტალ დეპრესიაში
    კვირას წავა ალბათ ეკლესიაში
    და ეცდება როგორც ნაღდი ქართველი,
    რომ დაუნთოს ქრისტეს თაფლის სანთელი.
    მე კი, როგორც სექტანტ-იაღოველი
    შველას პოეზიისაგან მოველი
    და ვიშოვო საარსებო, რომ ფული
    ლექსი უნდა ვწერო კოტესტროფული"

                                                 კოტე ყუბანეიშვილი 

    99 ფრანკი...

  • Sunday, April 17, 2011
  • Unknown

  • ფრედრიკ ბეგბედერი... 99 ფრანკი... წავიკითხე... ისევე, როგორც სხვა ,,ბესთ სელერების", ამ წიგნის ქართულ თარგმანსაც სულმოუთქმენლად ველოდებოდი... და როგორც ხშირად მემართება,  უკმაყოფილო დავრჩი... საერთოდ ,,ბესთ სელერმა" ჩემთვითვის უცნაური მნიშვნელობა მიიღო... დაახლოებით შემდეგნაირი... ერთ დროს, რომელიღაც საწარმომ სიგარეტი გამოუშვა, რომელსაც სუნი არ ქონდა... იმდენი იწუწუნეს მწეველებმა და არამწეველებმა სიგარეტის სუნი გვაღიზიანებსო, რომ მწარმოებლებმა იფიქრეს გავმდიდრდით და ეგ არისო... შედეგად კი ისევე მალე დაიხურა ე.წ. ,,სიგარეტის" წარმოება როგორც თავის დროზე უალკოჰოლო შამპანურის წარმოება... ჯერ შამპანური რა არის და მერე ისიც უალკოჰოლო... ხოდა, მოკლედ მივხვდი, რომ ესე მემართება ე.წ. ,,ბესთ სელერებზე"... ჯერ არ მახსოვს რომელიმეთი აღვფრთოვანებულიყავი კი არა და, მესიამოვნა მაინც... იმ სიგარეტს და შამპანურს ჰგვანან არც სუნი და არც ალკოჰოლი რომ რ აქვთ... ერთხელ წაიკითხავ... შემოდებ თაროზე და არაფრით დაგამახსოვრებენ თავს... მარტო მაშინ გაგახსენდება მათი არსებობა ვინმე თუ გაგახსენებს... გარკვეული ნაწყვეტები მქონდა წაკითხული... ვიცოდი, რომ საკმაოდ პროვოკაციული ნწარმოები იყო და ცინიზმის ნიშნებიც რომ დავიჭირე, მეთქი ვსო... ვისიამოვნებთქო, მაგრამ შედეგად იმედგაცრუება მივიღე... კითხვას რომ მოვრჩი ერთი სიტყვა მიტრიალებდა თავში... უმადური... ადამიანს გააჩნდა ყველაფერი... ყველაფერი რასაც ისურვებდა... როცა ისურვებდა... და სადაც ისურვებდა... მაგრამ იმაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა, რომ ფულის საკმაოდ დიდი რაოდენობა ვენაში... უკაცრავად ცხვირში გაუშვა... საცოდაო არსებავ... ჰო, აბა რა... ყველა კაიფობს და შენ გამონაკლისი რატომ უნდა იყო... მითუმეტეს თუ კოკაინი ახალგაზრდობის ილუზიას გიქმნის და იმ სამყაროს გაშორებს, რომელსაც შენივე სიტყვებით თუ ვიტყვით ,, გული გერევა"... ოღონდ აი ერთი რამ... შენ ის არ ხარ თავი რომ მოგაქვს რეკლამას არ წამოვეგებიო ?!... ამ დროს რჩეულ ბრენდებს დასდევ და კოკაინი ღმერთად გაგიხდია... ნირვანას ეძებს ბიჭი... ხო, ნამდვილად ვერ წამოგაგეს რეკლამას... სინამდვილეში ისეთივე სუსტი ხარ, იმაზე მეტად თუ არა, ვისაც დასცინი... იცი რა არის სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს... თითქმის მთელი წიგნის გამნავლობაში შედარებებს აკეთებ, რომელ საწარმოების ბრუნვებსა და ქვეყნების ბიუჯეტებს შორის... წუწუნებ რომ მათი შემოსავალით და იმ თანხებით რასაც ისინი რეკლამაში ხარჯავენ მილიონობით... მილიარდბით ადამიანის დაპურება, განკურნება და მათთვის თავშესაფრის მიცემა შეიძლება... თვითონ კი ჩვენი მოწონებული პერსონაჟი რომლის შემოსავლის არათუ ნახევარი, მცირე ნაწილიც კი ბევრ მშიერს დააპურებდა რას აკეთებს?
    ,,ბარზე დაყრდნობილი ახალ ქალებზე ოცნებებ. კაი დრო დაგჭირდა იმისათვის, რომ, ბოლოს და ბოლოს, მიმხვდარიყავი, რა გინდოდა ცხოვრებაში: მარტოობა, სიწყნარე, სმა, კითხვა, ნარკოტიკები, წერა და დროდადრო სექსი ლამაზ ქალებთან, რომლებსაც მერე აღარასოდეს ნახავდი"
    სურვილებშიც კი ისეთივე მშიშარაა, როგორც ცხოვრებაში... ალბათ ამიტომაცაა, რომ ესე მარტივად მიუთითებს ყველას შეცდომებზე, დასცინის მათ ცხოვრების წესს და უტიფრად მოითხოვს მათგან ,,დედა ტერეზობას"... იმიტომ, რომ თვითონ არასდროს უცდია ამის გაკეთება, სინამდვილეში სურვილიც კი არ გასჩენია...ეხლა დგას და ჭკუას გვარიგებს... რემარკი გამახსენდა და კიდევ ერთხელ მივხვდი რატომ ვარ ,,შეყვარებული" ამ მწერალზე 
    მიცვალებულთა ხსოვნისადმი მოწიწება სხვა არაფერია, თუ არა მათ წინაშე დანაშაულის შეგრძნება. ადამიანები ცდილობენ გამოისყიდონ ის ბოროტება, რომელიც მიცვალებულებს სიცოცხლეში მიუზღეს. ადამიანებს ჩვეულებრივ მხოლოდ მაშინ აგონდებათ მათი კეთილშობილების საცოდავი მარაგი, როცა უკვე ძალიან გვიან არის. და მაშინ ის ძალზე გულაჩუყებულია იმის შეგრძნებით, რომ თურმე დიდად კეთილშობილი შეიძლებოდა ყოფილიყო და თავისი თავი ამ ქვეყნიურ სიკეთეთა განსახიერებად სახავს. სათნოება, კეთილშობილება, სიკეთე... - ეს თვისებები ყოველთვის გირჩევნია აღმოაჩინო სხვებში, რათა ისინივე გაასულელო... - ადამიანთა საზოგადოების ზნეობრივი საფუძვლებია ანგარება, შიში და მუხანათობა. ადამიანი ბოროტია, მაგრამ სიკეთე კი უყვარს... როცა მას სხვები სჩადიან."
                              ერიხ მარია რემარკი ,,სამი მეგობარი" 
    ბატონ ოქტავს, მერე ეგეც აღარ მოეწონა და დევიზით ,,აბა, მე ხომ არ მოვიჭრი კუდს" მთელი სამყარო დაადანაშაულა იმაში, რომ თვითონ კოკაინზე ,,ზის"... გვაპატიე მეგობარო... გვაპატიე, რომ შენი მორალური განადგურება არ ვიკმარეთ და ფიზიკურადაც განადგურებთ... რეკლამას ვერ იტან ხომ საყვარელო... ,,გული გერევა" ყველა სარეკლამო ვიდეოზე და ყველა ადამიანზე ვინც მას უყურებს... შენა და ვაჟკაც, წიგნიც რომ იგივე ,,მექანიზმით" გაყიდეა არაუშავს ?! ,,შემომხედეთ ხალხნო... მე ის ვარ ვინც თვალს აგიხელთ... ტელევიზიამ და რეკლამამ ზომბებად გაქციათ... მიყურეთ, მისმინეთ და გამოფხიზლდით... ბლა-ბლა, ბლა-ბლა... " თან 33 წლის ასაკში რომ მოუნდა "ცოდვას დახსნოდა"...  
    ,,ყველაფერი წარმავალია და ყველაფერი იყიდება. ადამიანიც ისეთივე პროდუქტია როგორც სხვა დანარჩენი. მასაც გააჩნია ვარგისიანობის განსაზღვრული ვადა. ამიტომაც გადავწყვიტე 33 წლის ასაკში სამსახურისათვის თავი დამენებებინა. თანაც, როგორც მოგეხსენებათ, საუკეთესო ასაკია აღდგომისათვის"
    ბარემ გეთქვა ქრისტეს რეინკარნაცია ვარ... იმიტომ ვიკლავდი საკუთარ თავს ნელა და წამებით, რომ 33 წლის ასაკში აღვმდგარიყავი და თქვენი სულები... უკაცრავად, საფულეები და საკრედიტო ბარათები გადამერჩინაო... იდიოტობაა... არ გეგონოთ ფანატიკოსი მორწმუნენე ვიყო, მაგრამ თუ რამეს მაცოფებს ადამიანში, სხვისი სიწმინდის უპატივცემულობაა... მერე მოვა ვიღაც ოქტავისნაირი ,,გენიოსა" და ,,სარკაზმია" ესო იტყვის... რეგვენო... მე თუ არ მწამს და არ მჯერა, ეს იმის უფლებას არ მაძლევს სხვათა სიწმინდეები  დასაცინი გავხადაო... ბუნებით ესტეთი ვარ... არც სნობიზმია ჩემთვის უცხო... ამიტომაც უხამსმა სცენებმა, როლის სიმცირესაც წიგნი ნამდვილად არ განიცდის გულგრილი არ დამტოვა, ამ სიტყვის ცუდი გაგებით... იმაზე აღარაფერს ვამბობ, რა მშვენიერი მასალა გაუჩნდა ჩემს ცინიზმს და სარკაზმს განსახილველად, როდესაც ,,გულაჩუყებული" ოქტავი შორიდან საყვედურობს სოფის ,,შვილი რატომ წამართვიო" და რა ხატოვნად აკავშირებს მთელს მის მსუბუქად რომ ვთქვათ ,,არასასურველ" ცხოვრების წესს, ,,საოცნებო" შვილის აღზრდასთან... ,,გული მომიკვდა"... 
    მოკლედ... არ მომეწონა ეს თქვენი ,,99 ფრანკი" და რადგან საკმაოდ ბევრგან ამოვიკითხე, რომ ბეგბედერი ხშირად თავისი პერსონაჟის ხასიათით გადმოსცემს საკუთარ პიროვნებას, ბატონო ბეგბედერ, ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ თქვენს შეფასებაში ვცდები...

    პ.ს. ყოველივე ზემოთაღნიშნული ჩემი პირადი, სუბიექტური მოსაზრებაა... ყველა ადამიანს აქვს უფლება გააჩნდეს საკუთარი აზრი, ამიტომ არ გამიკვირდება თუ არ მეთანხმებით... :D

    ყველაზე კარგი ,,ცუდები" ...

  • Sunday, April 10, 2011
  • Unknown
  • Anthony Hopkins - Dr. Hannibal Lecter   The Silence of the Lambs

    ალბათ ყელაზე განათლებული, დახვეწილი მანიაკი მთელი კინემატოგრაფიაში. ჩეემი ყველაზე საყვარელი ,,ცუდი"


    Joaquin Phoenix - Commodus   Gladiator

    ჰმმმ..... არ ვიცი, ამ როლის შესრულებას თუ შეძლებდა სხვა... ხუაკინი პირველად ამ ფილმში ვნახე და ვაღიარე კიდეც..... მაგრამ, მას შემდეგ რაც მის დოკუმენტალურ ფილმს ვუყურე... არ ვიცი არ ვიცი.... 

    Forest Whitaker - Barris   The Experiment (2010)

    ნეტა იცოდეთ, როგორ მინდოდა კინოში შევმძვრალიყავი და მიმეხრჩო :D ვისაც გახსოვთ ეს პერსონაჟი ადვილად მიხვდებით რატომ არ მიყვარს ,,იდეალურობამდე" წყნარი, მორჩილი და მოწესრიგგებული ადამიანები...

    Ted Levine - Jame 'Buffalo Bill' Gumb   The Silence of the Lambs

    ოოო... რთული შემთხვევა... პირველივე წამიდან, როგორც კი კადრში გამოჩნდა ისეთი ზიზღის გრძნობა გამიჩნდა ვერ ავღწერ.... მალადეც ტედ....

    Robert Knepper  -  Theodore 'T-Bag' Bagwell   Prison Break

    ჩეეეეემი კიდე ვერთი უსაყვარლესი ,,ცუდი" მგონი ცოდვა არ დარჩა ისეთი ამ პერსონაჟს, რომ არ ჩაედინოს... ჩემი სიყვარული კი მისი ცინიკურობის და მარტივად ადაპტირებადობის გამო მოიპოვა.... ხო კიდე, არ ვიცი ეს კომპლიმენტი ვის ეკუთნის, ალბათ სცენარისტს მაგრამ ვინც არ უნდა იყო მანდ... აღშფოთებამდე აღფრთოვანებული ვარ  შენი/თქვენი ფანტაზიით-კრეატიულობით-ასოციაცით რაც გინდათ ის დაარქვით... კაცს, რომელის სულის სიბნელე სატანასაც კი შეშურდებოდა დაარქვა ,,ტედი"......... კაი იყო... მართლა...



    Kevin Spacey -  John Doe   Seven

    ნუ კევინი, უდაოდ ნიჭიერია მაგას ბევრი ლაპარაკი არ უნდა.... პერსონაჟიც მხოლოდ ფილმის ბოლოსკენ ჩანს... სასწაული დიალოგით.... კიდევ უფრო გამიძლიერა უარყოფითი დამოკიდებულება ფანატიზმისადმი... 


    Doug Hutchison - Percy Wetmore   The Green Mile

    ვაიიი.... ამის მიხრჩობასაც ვაპირებდი არ მიმიშვეს თვარა..... ადამიანის ბნელი მხარის კიდევ ერთი იდეალური მაგალითი ...


    Louise Fletcher - Nurse Ratched   One Flew Over the Cuckoo's Nest

    ამ პერსონიაჟის ადამიანურ წარმოშობაში საერთოდ ეჭვი მეპარება... მგონი კიბორგია და გვატყუებს რაღაცას...


    Daniel Day-Lewis - Bill 'The Butcher' Cutting   Gangs of New York

    პერსონაჟით დიდად არ მოვხიბლურვარ... მსოფლიო მოსახლოების ნახევარზე მეტი მისი მსგავსია... დანიელი კი უდაოდ ნიჭიერია 


    Ralph Fiennes - Amon Goeth   Schindler's List

    ერთი სიტყვა... ნაცისტი... 

     Jack Nickolson - Jack Torrance   The Shining

    რა უნდა ვთქვა ამ ადამიანზე.... ჩემი უსაყვარლესი მსახიობი... მივჩვიე რომ ყველგან იდეალურია...  


    Heath Ledger - Joker   The Dark Knight

    ჯეკ... მეგობარო არ გეწყინოს, მაგრამ ეს ჯოკერი რატომღაც უფრო დამამახსოვრდა ვიდრე შენი... 

    Javier Bardem -  Anton Chigurh   No Country for Old Men

    ჩეეემი კაცი... აქ რომ ვუყურებ გული მისკდება.... რა უქნეს... ამ პერსონაჟსაც უნდა ქონდეს მგონი კიბორგობაზე პრეტენზია... 


    Denzel Washington - Det. Alonzo Harris   Training Day

    რომელიღაც ქართულ დემოტივატორზე წავიკითხე: ,,ზანგი ყოველთვის შეიძლება გაიყვანო გეტოდან, მაგრამ გეტოს ვერ გაიყვან ზანგიდანო" ა, ბატონო....... 


    Javier Bardem -  Lorenzo   Goya's Ghosts

    ხავიერ, ამ როლის გულისთვის კინაღამ შეგიძულე... ფილმით არ ღვფრთოვანებულვარ... ბევრად უკეთესს ველოდი... ერთი კი ფაქტია, რელიგია მშვენიერი მექანიზმია ადამიანების სამართავად ...

    Ralph Fiennes - Francis Dolarhyde   Red Dragon

    ეს ვაჟკაცი მეორეჯერ მოხვდა ჩემს სიაში... უნდა ვაღიარო მშვენივრად გამოსდის უარყოფითი როლები... მის შემოქმედებას ახლოს არ ვიცნობ...


    Kathy Bates -  Annie Wilkes   Misery

    კიდევ ერთი ფანატიკოსი... მახსოვს ეს ფილმი ბავშვობაში ვნახე......ვნახე რა, ათ თითს შორის ვიჭყიტებოდი.... მგონი მას შემდეგ დავფიქრდი ფანატიზზმზე :)))


    Gary Oldman -  Count Dracula / Vlad III Draculea   Dracula (1992)

    მარტო ჩემს მიერ კი არა, მთელი ჰოლივუდის და კინემატოგრაფიის მიერ, საუკეთესო უარყოფითი როლების შემსრულებლად აღიარებული - გარი.... რატომ ვუყურე ამ ფილმს არ მახსოვს, არ მხიბლავს ლეგენდა დრაკულაზე, მაგრამ გარი დამამახსოვრდა...


    Gary Oldman -  Stansfield   Leon: The Professional

    კიდევ გარი...ცინიკოსი მკვლელი... დამაჯერებელი შესრულება...


    Christoph Waltz - Col. Hans Landa   Inglourious Basterds

    ნაცისტი... ცინიკოსი... ეს პერსონაჟი იმიტომ დამამახსოვრდა რომ მისი და ფერმერის დიალოგი ვირთხებზე და კურდღლებზე შთამბეჭდავად მეჩვენა...

    Kate Nauta - Lola   Transporter 2

    რაც შეეხება ამ ქმნილებას... მოდი და ნუ დაგამახსოვრდება...

    პ.ს. თუ ოდესმე კინოთეატრში შეგიმჩნევიათ გოგონა, რომელიც უარყოფითი გმირის მისამართით იქნევს მუშტებს და ცენზურის დაცვით ილანძღება, გამარჯობათ.... სავარაუდოდ ეგ მე ვიყავი :))))

    ვინ ვარ მე ...

  • Wednesday, April 6, 2011
  • Unknown


  • მე ვარ ქაოსი... უფრო ზუსტად კი მე ნინი ვარ... დედაჩემისთვის - სათუთი ქმნილება, რომელიც კარგი იქნებოდა სპირტიანი კოლბით თაროზე რომ ინახებოდეს... მამაჩემისთვის - მრავალუცნობიანი განტოლება... დისთვის - ,,გადარეული და"... მეგობრებისთვის - არანორმალური მეგობარი... სამსახურისთვის - ნინო, ფინანსთა მინისტრად წოდებული ... ნათესავებისთვის - გენეოლოგიური ხის დაკარგული ნაყოფი... მეზობლებისთვის - დაკვირვება-გაკვირვების ობიექტი... აღმენიშნება სნობიზმის და ,,ჰიპიზმის" ნიშნები... გამოუსწორებელი სანგვინიკ-ოპტიმისტი... მოსიარულე ხმაური, ენერგია, ემოცია და ღიმილი... უდარდელი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებთქო არ ვიტყვი, იმტომ რომ კი არ ვტოვებ, ვარ... არც პრობლემებს განვიცდი დიდხანს და არც თვითგვემისკენ მაქვს მიდრეკილება... დეპრესია მარტო თეორიულად ვიცი რა არის... გულწრფელად ვთვლი, რომ ყველაფერი მეტნაკლებად მოგვარებადია და თუ არა, ადაპტირების მშვენიერი უნარი მაქვს... საამაყო რკინისებრი ნერვებით... არასოდეს მიოცნებია შვილზე... მეშინია - სიბერის (არც მეტი არც ნაკლები ,,დორიან გრეის სინდრომი")...  მიფიქრია როგორი დიქტატორი ვიქნებოდი... მაინც ლიბერალი... მინდა ვიყო ვუნდერკინდი... ვიბრალებ - ციცერონობას... მოწოდებით პარაზიტი, გაქნილი დიპლომატი... საყვარელი საქმიანობა - უსაქმურობა... და მაინც  ვერ ვიტან როცა არ ვმუშაობ, მაგრამ არც ის მეხატება გულზე როცა ვმუშაობ... ხშირად ვეძებ - საკუთარ თავს, მობილურს და გასაღებს... ამ უკანასკნელს ყველაზე ხშირად... სასტიკად მოუწესრიგებელი და იმპულსური... მილიონ საქმეს ვიწყებ... მერე დრო არ მრჩება ან მეზარება და ნუ რათქმაუნდა ყოველთვის მაქვს რკინისებრი არგუმენტი, რატომ ვერ მივიყვანე საქმე ბოლომდე... ექსპერიმენტატორი... განსაკუთრებით ვსპეციალიზირდები ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ვიზუალურ საკითხებზე... მიზნები - ცვალებადი... ინტერესები - ყოვლისმომცველი... საყვარელი პერსონაჟი ლორდი ჰენრი ,,დორიან გრეის პორტრეტიდან"... რა გასაკვირია რომ სარკაზმთან და ცინიზმთან ვმეგობრობ... ,,მჭერმეტყველი" ... ერთნაირი წარმატებით ვმსჯელობ, ვკამათობ, ვტლიკინებ და ვსისინებ... აქტიურად მოვიხმარ კოფეინს, ნიკოტინს და ალკოჰოლს... ამოვიდა ყელში თემები: ქალიშვილობა, ყველა კაცი ნაგავია, მხოლოდ საქართველოში ხდება,  რელიგია VS ათეიზმი !!! დამოკიდებულება მსგავს თემებთან: ყველამ საკუთარ ერთ ადგილს მიხედოს !!!  მიყვარს ადამიანები... ვერ ვიტან ბრბოს, ვერც დოგმებს ვიტან და საერთოდ ვერ ვიტან ფანატიზმის ვერანაირ გამოვლინებას...


    და ბოლოს... მოგვიანებით მაგრამ მაინც... Welcome


    კიდევ ერთხელ ტემპერამენტზე.... ეს ის არაა რაც თქვენ გგონიათ :))

  • Monday, April 4, 2011
  • Unknown
  • ტემპერამენტი ეწოდება ადამიანის იმ ფსიქიკურ თვისებას, რომელიც წარმოადგენს პიროვნების ემოციური ცხოვრების საფუძველს. ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიაში და ფიზიოლოგიაში მიღებულია ტემპერამენტის ის ძირითადი ოთხი ტიპი, რომლებიც პირველად ჰიპოკრატეს მიერ იყო აღწერილი. ტემპერამენტის ტიპებია: სანგვინიკური, ქოლერიკული, ფლეგმატიკური, მელანქოლიკური.




    ტემპერამენტთა კლასიფიკაცია გარკვეულ თვისებათა განყენებას ეყრდნობა, რის შედეგადაც ადამიანთა ტემპერამენტების უსაზღვრო მრავალსახიანობა ოთხ ძირითად ტიპად არის დაჯგუფებული. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ერთი კონკრეტული ადამიანი აუცილებლად რომელიმე ერთ ტიპს ეკუთვნის. უფრო ხშირად ადამიანები წარმოადგენენ ნარევ ტიპს ერთერთისკენ მეტნაკლები გადახრით. მაგალითად, ადამიანი შეიძლება ძირითადად სანგვინიკური ტიპის იყოს, მაგრამ ზოგიერთი ქოლერიკისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჰქონდეს.


    რამოდენიმე პერსონალური ტესტიც, ვისაც ჩემსავით საკუთარ თავში ქექვა უყვარს :))


    ტესტი # 1


    ტესტი #2


    და რამოდენიმე დიაგრამაც:










     


    ადამიანის ეს ფსიქიკური თვისება — ტემპერამენტი, პირველად აღწერა და მისი პირველი ცნება, ისევე როგორც ტემპერამენტთა კლასიფიკაცია მოგვცა ძველი საბერძნეთის მოაზროვნემ ჰიპოკრატემ (ძვ. წ 460 — ძვ. წ. 370), რომელიც მედიცინის მამამთავრად არის მიჩნეული. ჰიპოკრატე თვლიდა რომ ორგანიზმში არის ოთხი სითხე — სისხლი, რომელიც ათბობს ორგანიზმს; ნაღველი, რომელიც სიმშრალეს იცავს ორგანიზმში; შავი ნაღველი, რომელიც სინოტივეს და სითხეს ინახავს ორგანიზმში და ლორწო, რომელიც აცივებს ორგანიზმს (სიცივეს ინახავს). ხოლო ტემპერამენტის თავისებურებას განსაზღვრავს ის, თუ რომელი სითხე ჭარბობს ადამიანის ორგანიზმში.


    სანგვინიკური ტემპერამენტი:


    სიტყვა სანგვინიკი მოდის ლათინური სიტყვიდან „სანგუის“ (ლათ. Sanguis), რაც სისხლს ნიშნავს. ჰიპოკრატე ფიქრობდა, რომ ამ ტემპერამენტს განსაზღვრავს ორგანიზმში სითხეებს შორის სისხლის სიჭარბე.


    ამ ტიპის ადამიანში გრძნობები ადვილად აღმოცენდება. შედარებით უბრალო და უმნიშვნელო მოვლენაც მასში გრძნობას იწვევს, მაგრამ ეს გრძნობა ადვილად და მალე გადაივლის. მისი გრძნობები არაა ღრმა და მტკიცე. ამგვარად, სანგვინიკისათვის დამახასიათებელია გრძნობების დიდი აგზნებადობა, ე. ი. ადვილი და სწრაფი აღმოცენება, მაგრამ სწრაფი წარმავლობაც. ამასთანავე მას ახასიათებს სიამოვნების ემოციური განცდებისადმი მიდრეკილება, ანუ ის უფრო დადებით გრძნობებისაკენ მიედრეკება. იგი ოპტიმისტურადაა განწყობილი, უფრო კარგს მოელის, ვიდრე ცუდს. ასევე ცხოვრებაშიც ძირითადად კარგ მხარეებს ამჩნევს. ადამიანის მიმართ უფრო სიმპატიითა განწყობილი, ვიდრე ანტიპატიით. მისთვის უცხოა გულჩათხრობილობა, პირიქით, მისთვის დამახასიათებელია გრძნობების უშუალო გარეგამოსახვა. იგი ტიპიური ექსტროვერტია ეს არის ადამიანის ფსიქოლოგიური ტიპი, რომელიც იჩენს კომუნიკაბელურობას, სიცოცხილისადმი ხალისს, ოპტიმიზმსა და მხიარულებას. სიამოვნებს საზოგადოებასთან ურთიერთობა და ახალ ადამიანების გაცნობა.. სანგვინიკი მოძრავი ადამიანია. მას ჩვეულებრივ აჩქარებული, ხშირად იმპულსური, უშუალო მოქმედება ახასიათებს. მისი მოძრაობები და ჟესტები სწრაფია.ამ ტიპს მიეკუთნებიან ზოდიაქოს შემდეგი ნიშნები: ტყუპები, სასწორი, მერწყული


    ქოლერიკული ტემპერამენტი:


    „ქოლე“ ბერძნულად ნიშნავს ნაღველს. ჰიპოკრატე თვლიდა, რომ ქოლერიკულ ტემპერამენტს განსაზღვრავს ორგანიზმში ოთხ სითხეთა შორის ნაღველის სიჭარბე.


    ამ ტიპის ადამიანთან გრძნობები ადვილად და სწრაფად აღმოცენდება; ეს ტიპი ადვილად ინთება, ხშირად აფექტურიც არის. ამგვარად, ქოლერიკისათვის დამახასიათებელია გრძნობების დიდი აგზნებადობა. სანგვინიკურ ტემპერამენტთან განსხვავებით, ქოლერიკისთვის დამახასიათებელია შედარებით უფრო მტკიცე, უფრო ხანიერი და ღრმა გრძნობები. გრძნობების შინაარსის მხრივ ქოლერიკი სანგვინიკის საწინააღმდეგოა; მისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია უარყოფითი გრძნობებისადმი მიდრეკილება. ცხოვრებაში და ადამიანებში იგი უფრო ამჩნევს უარყოფით თვისებებს, მისთვის დამახასიათებელია პესიმისტური ტენდეციები. ქოლერიკსაც ხშირად ახასიათებს აჩქარებული მოქმედება და მოძრაობათა სისწრაფე, თუმცა ეს მისთვის ნაკლებ დამახასიათებელია, ვიდრე სანგვინიკისთვის. ამ ტიპს მიეკუთნებიან ზოდიაქოს შემდეგი ნიშნები: მშვილდოსანი, ლომი, ვერძი




    ფლეგმატიკური ტემპერამენტი:


    „ფლეგმა“ ბერძნულად ნიშნავს ლორწოს. ჰიპოკრატეს აზრით ლორწოს სიჭარბე ადამიანის ორგანიზმში განსაზღვრავდა ამ ტემპერამენტს.


    ამ ტიპის ადამიანს ახასიათებს გრძნობების სუსტი აგზნებადობა. ეს არის მშვიდი, გულგრილი ადამიანი, რომლისათვისაც უცხოა აფექტები. ფლეგმატურ ადამიანში გრძნობების გამოწვევა ძნელია. გრძნობები აღმოცენდება ნელა, გვიან და არც აღწევს აფექტის ინტენსივობას. თუმცა, სანგვინიკის საწინააღმდეგოდ, ფლეგმატიკის გრძნობები მტკიცე და ღრმაა — დიდხანს არ გადაივლის და ხშირად, დროის განმავლობაში სულ უფრო ღვივდება და ძლიერდება. მისთვის უცხოა სანგვინიკისათვის დამახასიათებელი გრძნობათა ხშირი ცვალებადობა და სწრაფწარმავლობა. თუმცა გრძნობების შინაარსის მხრივ, ეს ორი ტემპერამენტი უახლოვდება ერთმანეთს; ორივესთვის უფრო დამახასიათებელია დადებითი გრძნობებისადმი მიდრეკილება. ფლეგმატიკი ადამიანშიც და ცხოვრებაშიც უფრო დადებითს აქცევს ყურადღებას, ვიდრე უარყოფითს. ფლეგმატიკი ოპტიმიზმით სავსე ადამიანია. ამ ტიპის ადამიანის წონასწორობიდან გამოყვანა ძნელია, იგი აუღელვებელია. მას აუჩქარებელი, მოფიქრებული და არა იმპულსური მოქმედება ახასიათებს. მოძრაობები ჩვეულებრივ დინჯი და აუჩქარებელი აქვს. მიმიკა და ჟესტები — შეკავებული. ფლეგმატიკს არ უყვარს თავისი გრძნობების გამომჟღავნება, ამიტომ გარეგნულად იგი მაშინაც კი ცივისა და გულგრილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, როდესაც ძლიერ გრძნობას განიცდის. ამ ტიპს მიეკუთნებიან ზოდიაქოს შემდეგი ნიშნები: კიბორჩხალა, ქალწული, ღრიანკალი, თხის რქა




    მელანქოლიკური ტემპერამენტი:


    „მელან ქოლე“ (ბერძნ. μελας — შავი; χολη — ნაღველი) მეოთხე სითხეა, ჰიპოკრატეს აზრით, რომლის სიჭარბე ადამიანის ორგანიზმში მელანქოლიკურ ტემპერამენტს განსაზღვრავდა.


    ამ ტემპერამენტისთვის დამახასიათებელია მიდრეკილება უარყოფითი გრძნობებისადმი. მის გრძნობებს შორის ხშირად ჭარბობს უარყოფითი ემოციები. იგი პესიმისტურადაა განწყობილი. თავისთვის მუდამ ცუდს მოელის და ცხოვრებაშიც უფრო უსიამოვნო მხარეებს ხედავს, ვიდრე დადებითს. მისთვის ჩვეულებრივია ნაღვლიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა, მაგრამ არა სასოწარკვეთილება. ამ ტემპერამენტს გრძნობების სუსტი აგზნებადობა ახასიათებს. ამ მხრივ ეს ტიპი უფრო უახლოვდება ფლეგმატიკურს. სანგვინიკთან და ქოლერიკთან შედარებით, მას უფრო ძნელად აგზნებადი და სუსტი, მოდუნებული გრძნობები ახასიათებს. მელანქოლიკის მოქმედებაც ჩვეულებრივ მოდუნებულია, უენერგიო, უხალისო. მოძრაობებიც შედარებით ზანტი და ნელი აქვს.
    ამ ტიპს მიეკუთნებიან ზოდიაქოს შემდეგი ნიშნები: თევზები, კურო


    როგორც მარკ ტვენი ამბოდა ,,ყველა წესს აქვს გამონაკლისი, ამ უკანასკნელის ჩათვლითო"  ამიტომ როგორც თავში ავღნიშნეთ, აუცილებელი არაა რომელიმე ტიპს მიეკუთნებოდეთ აუცილებლად, დიაგრამებს თუ დააკვირდებით გარდამავალ ტიპებსაც შეამჩნევთ და ნუ შეშფოთდებით ეს ანომალიას არ წარმოადგენს :)) ჩვენი ტემპერამენტი მარტო ჩვენს გენეტიკაზე და იმ გარემოზე არ არის  დამოკიდებული რომელშიც ვიზრდებით, ძალიან ხშირად მას ჩვენივე ქცევებით და ჩვევებით ვამახინჯებთ ან ვაუმჯობესებთ. ასე რომ მანდამაინც ბუნებას ნუ დავაბრალებთ ასეთი გავჩნდი და რა ვქნაო :)) რამდენადაც რთულია საკუთარ თავზე მუშაობა, იმდენად საინტერესოა და ძალიან ხშირად მშვენიერი შედეგიც შეიძლება მიიღოთ.


    მე კი, როგორც გამოუსწორებელი სანგვინიკ-ოპტიმისტი  გირჩევთ რომ გაიღიმოთ ხშირად და კიდევ ბევრ ოპტიმისტურ ლოზუნგებს მოვაყოლებდი ეხლა , მაგრამ ეგ უჩემოდაც კარგად იცით, უბრალოდ ხშირად გაიხსენეთ ....




    წყარო: ვიკიპედია


    იცოდით, რომ...

  • Saturday, April 2, 2011
  • Unknown


    • ოთხი წლის იუნგს ორჯერ ქონდა წაკითხული ბიბლია
    • ძველ საბერძნეთში ბაზარში მხოლოდ მამაკაცები დადიოდნენ
    • გაზის კამერაში ფიჭვის სუნი დგას
    • ჭაბუა ამირეჭიბი სიკვდილმისჯილთა საკანში 75 დღე აქვს გატარებული
    • კონგოს სახალხო რესპუბლიკის ყოფილ იმპერატორს 10 კაცი ჰყავს შეჭმული
    • ნიანგს შეუძლია საკუთარი გულისცემა არეგულიროს
    • სათამაშო რულეტის ციფრთა ჯამი 666-ს უდრის
    • სოკრატეს ცოლი გაექცა
    • ჭკუასუსტ გერმანელებს ჰიტლერის ბრძანებით ასაჭურისებდნენ
    • ,,ცხადად ვხედავ" - ასე ითარგმნება ფრანგულიდან სიტყვა ,,პერსპექტივა"
    • აღა-მაჰმად-ხანს ჰარამხანა არ ჰქონია პ.ს. რა თავში იხლიდა :))
    • ჰერცოგი მალბორო უინსტონ ჩერჩილის ბიძაშვილი იყო
    • ,,დიდი გარდაქმნების პერიოდში გეცხოვროსო" - იწყევლებიან ჩინელები
    • ნაჯახი ყველაზე საიმედო კონტრაცეპტივია :))
    • უვნებელ გველს თვალის გუგა მრგვალი აქვს, შხამიანს - ოვალური პ.ს. მაგას ვაკვირდე ეხლა მეე?!
    • მუსლიმანთა წინასწარმეტყველი მუჰამედი, ეპილეფსიით იყო დაავადებული პ.ს. ცოდნოოდათ დაავადებაზე მაგას აჩვენებდნენ ღმერთთან ლაპარაკს :))
    • საჭურისები არ მელოტდებიან პ.ს რაღა უჭირთ :))
    • საზოგადოებრივ ადგილებში გაშიშვლების დაუძლეველ სურვილს ექსჰიბიციონიზმი ეწოდება :))
    • გალაკტიონმა ორმოცი ათასი ახალი რითმა აღმოაჩინა
    • ნიანგის ხორცი მამაკაცებში ქალის განაყოფიერების უნარს კლავს
    • თუ გსურს უსუნათლო ჭკუიდან შეშალო ბინაში ავეჯი უნდა გადაადგილო პ.ს. რა ბოროტებაა :))
    • კანიბალთა აზრით, ქალის ხორცი მამაკაცის ხორცზე უფრო გემრიელია
    • როგორც კი მამაკაცს სიცხე აუწევს, მისი სპერმატოზოიდების ნახევარი კვდება
    • წაქცეულს არ სცემენ, წაქცეულს გადაუვლიან
    • ,,თემიდას მახვილი რომ არ ეჭიროს, სასწორს თავზე გადაამტვრევდნენ" - ამბობდა ბემე
    • საბჭოთა კავშირში სიკვდილმისჯილს მაკაროვის სისტემის პისპოლეტით ხვრეტდენ
    • ,,ჩვენ ბარბაროსი შემოვუშვით ევროპაში" - ამბობდა ჩერჩილი სტალინის შესახებ
    • სიმდიდრის ღმერთს ბერძნულ მითოლოგიაში პლუტოსი ერქვა. იგი ბრმა იყო
    • ამაზონის ჯუნგლებში მცხოვრებ ხის გომბეშოს როცა მოეპრიანება, მაშინ იცვლის სქესს პ.ს. ამაზეა ნათქვამი გაიზრდება სქესს თვითონ აირჩევსო :))
    • ქამელეონის ენა მის სხეულზე უფრო გრძელია
    • თამბაქოს მოწევის მავნე ჩვეულებას მარკ ტვენი დიდებულ მანკიერებას ეძახდა
    • ,,ეკლესიის ისტორია ცდომილებისა და ძალადობის ნარევია" - ამბობდა გოეთე
    • სიტყვა ლომბარდი იტალიის პროვინცია ლომბარდიის სახელისგან წარმოდგება. ეს პროვინცია შუა საუკუნეებში მევახშეობიით იყო განთქმული
    • ,,ქვეყნიერება იმის ღირსი არ არის, რომ ორი ხელმწიფე ჰყავდეს, მას ერთი უნდა განაგებდეს ერთი და ისიც ჩემებრ მახინჯი" - ამბობდა თემურ ლენგი
    • ბერნარდ შოუს ჰკითხეს როგორ უნდა წერო, რომ ცნობილი მწერალი გახდეო და მარცხნიდან მარჯვნივო უპასუხა მან
    • ,, სიყვარულიც და სიძულვილიც ცხოვრების უდიდესი სტიმულია" - ამბობდა ბისმარკი
    • ყავა ჯოჯოხეთივით ცხელი უნდა იყოს, ტარტაროზივით შავი, ანგელოზივით წმინდა და სიყვარულივით ტკბილი'' - ამბობდა ტალეირანი
    • ლუი არმსტრონგმა არ იცოდა საკუთარი დაბადების თარიღი. რომ წამოიზარდა, ამ დღედ 4 ივლისი - ამერიკის დამოუკიდებლობის დღე - აირჩია
    • სპერმის ბანკის თანამშრომლები თავიანთ კლიენტებს მხოლოდ დონორის სიმაღლეს, წონას, ასაკს, თვალების ფერსა და ეროვნებას ატყობინებენ.
    • "ვიდრე არ ჩაუყლაპავს წყვიადს ყველაფერი, ცხოვრებას ყოველი წუთი უნდა დასტყუო,, - ამბობდა რემარკი პ.ს. <3
    • ,,არაფერია შეუძლებელი, თუკი ერთი ადამიანის გაცემულ ბრძანებებს საზოგადოების ყველა ფენა უსიტყვოდ ემორჩილება" - ამბობდა ჰიტლერი პ.ს. მართალია ეს კაცი :))
    • ,,სპორტს მხიარულება უხდება. მე რომ სერიოზული კაცი ვიყო, მილიონი მაყურებლის წინაშე ტრუსიკით გამოვიდოდი?! - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ლევან თედიაშვილმა
    • სიმაღლით მკვეთრად განსხვავებული პირისადმი სექსუალურ ლტოლვას ანასტიმაფილია ეწოდება =))
    • ,,გერმანიაში განავალი ამ სიმაღლეზე დაგროვდა" - ამბობდნენ 1933 წელს გერმანელი ანტიფაშისტები და ფაშისტური წესით იშვერდნენ ხელს
    • ანდრონიკების სექტა ქადაგებდა, რომ ქალის სხეულის ზედა ნაწილი ღმერთის მიერ იყო შექმნილი, ხოლო ქვედა - ეშმაკის მიერ
    • თუკი დამხრჩვალმა ან გაგუდულმა ადამიანმა ხმა ამოიღო, იგი აღარ მოკვდება, ამას ნებისმიერი ექიმი დაგიდასტურებთ. უილიამ შექსპირის ,,ოტელოში" გაგუდული დეზდემონა, სანამ საბოლოოდ სულს განუტევებს, რამოდენიმე რეპლიკას ამბობს.
    • ,, - ნეტა გამაგებინა, გასცვლის თუ არა ფრანცია საქართველოზე აი შენობას ყოლიფერი სიმდიდრით, აქინე რომ ალაგია" - ამბობდა კვაჭი კვაჭანტირაძე ლუვრის დათვალიერების შემდეგ.
    • ლუვრის დათვალიერებისას კვაჭი კვაჭანტირაძემ კარგა ხანს უტრიალა როდენის ,,მოაზროვნეს" და მერე განაცხადა ,,რაცხა დიდ კომბინაციას აიმასქნებს აი კაცი. ნეტა მაჩვენა აგი, კაი ამხანაგი გამევიდოდა"
    • ზოოფილია ხანდახან იძულებითი ნაბიჯია. ძველად ჯარის თანმხლებ, ვენერიულ დაავადებათა ბუდედ ქცეულ მეძავებს სპარსელი მეომრები სამარხილე პირუტყვს ამჯობინებდნენ.
    • ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ადამიანთა გვამების საკრემაციო ღუმელებს საგანგებო ღარები ჰქონდა გაკეთებული, რათა შიგნით დაგროვილ ცხიმს წვისთვის ხელი არ შეეშალა.
    • ევროპის საერთაშორისო ფულის ერთეულის - ევროს გამოშვებას კინაღამ გაუგონარი სკანდალი მოყვა. საქმე ის არის, რომ ამ ფულის კუპიურების თავდაპირველ ვარიანტზე გამოსახულ ევროპის რუკაზე გერმანია კვლავ შუაზე იყო გაყოფილი
    • ჰიტლერის მიერ გამოცემული კანონით , ახალგაზრდა ქალიშვილებს უარი არ უნდა ეტქვათ ჯანმრთელი და ძლიერი აღნაგობის მქონე ვაჟებთან სქესობრივ კონტაქტზე. ამ გზით დაბადებული ბავშვეი კანონიერად ითვლებოდნენ და მათ ,,ფიურერისთვის მიძღვნილ საჩუქარს" ეძახდნენ
    • მექაზე უფრო მეტს ლას-ვეგაში ლოცულობენ :))
    • ჰიტლერი გებელსის მეჯვარე იყო
    • სადამ ჰუსეინზე შედგენილი საქმე 36 ტონას იწონის
    • ,,საკუთარი ოცნებების გეშინოდეს" - გვაფრთხილებს ჩინური ანდაზა
    • ნაჯახი რომის პაპის ძალაუფლების სიმბოლოა პ.ს. მარტო მე მეჩვენება ეს ფაქტი ცინიკურად ?!
    • სუვენირი ფრანგული სიტყვაა და მოგონებას ნიშნავს
    • ,,მტერი ყველაზე კარგი მასწავლებელია" - ამბობენ ტიბეტელები
    • ,,სამი ბრილიანტი" - ასე ითარგმნება იაპონურიდან კომპანია ,,მიცუბიშის" სახელწოდება
    • ,,ზეაღმავალი შეიძლება შედგეს, ქვედაქანებული კი - არასოდეს" - ამბობდა ნაპოლეონი
    • ხალხს არ მოწონს ის, რაც არ ესმის და არც ის - რისიც შურს
    • რიცხვ ცამეტის მიმართ შიშს ტრისკაიდეკაფობია ჰქვია
    • რვა წლამდე ბავშვები ჰიპნოზს არ ექვემდებარებიან. ჰიპნოზის დროს ისინი უბრალოდ იძინებენ
    • ფანჯრის სპეციალურ შუშას, რომელიც კასკადიორმა თავით უნდა გაამტვრიოს, ჰოლივუდში შაქრისგან ამზადებენ
    • მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცანჩქერი, ანხელი ვენესუელაშია. მისი სიგრძე 979 მეტრია და 220-სართულიან ცათამბჯენზე მაღალია
    • ჯონ ლენონის მკვლელი, დევიდ ჩეპმენი 1981 წელის აგვისტოს სასამართლოზე ტყვიაგაუმტარი ჟილეტით გაიყვანეს

    ახალი წელი :))

  • Friday, April 1, 2011
  • Unknown


  • მომილოცეეეეეეეეთ........ მარტო ბუღალტერიაში და ფინანსებში გარკვეული ადამიანი გაიგებს რა მიხარია მე დღეს :)) თუმცა ჩვენი კანონების გადამკიდე ყველამ მშვენივრად გაიგო მგონი :)) მარტის შუა რიცხვები რომ დადგა, ჩემი შავი ტელეფონი გაწითლდა :)) კიდევ კაი silent mode აქვს თორე ცოტაც და გავაფრენდი :)) მეზობლები, ნაცნობები, ახლობლების ახლობლები ნუ სამსახურზე აღარ ვლაპარაკობ ყველას ერთი რამ აკერია პირზე საგადასახადო, ჯარიმები და გადასახადები :)) ჩვენი საგადასახადო განაკვეთები და კანონები ხომ სასწაული სისწრაფით იცვლება და ესე სასწაული სისწრაფით ეცვლება ხალხს სახე ყველა სიახლის გაგონებისას (უმეტესად უარესობისკენ). მეგობრებსაც კი ერთადერთი სალაპარაკო თემა რაც გაგვაჩნდა ამ ორი კვირის განმავლობაში დეკლარირება იყო :))) არა, მაინც ვიცუღლუტეთ ერთი დღე და შორს (თქვენთითონაც იცით სად :))) გავუშვით მთელი ეს საგადასახადო სიგიჟე, მაგამ მეორე დღეს სამსახურებში გამოუძინებლები, ბახუსს ჩახუტებულები რომ გამოვცხადდით და ირგვლივ ციფრების კორიანტელი დაგვხვდა......... გახსენებაც არ მინდა :)))
    მოკლედ ბუღალტრებო, ფინანსისტებო, ეკონომისტებო და ვინც არ უნდა იყოთ მანდ :))) გილოცავთ ბუღალტრულ ახალ წელს :))) წარმატების მომტანი წელი ყოფილიყოს, კოდექსი გასაგებ ენაზე დაწერილიყოს და საგადასახადო განაკვეთები შემცირებულიყოს :))))