About Tattoo

  • Saturday, March 12, 2011
  • Unknown
  •  არავინ იცის, ან ალბათ უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა არავის ახსოვს ზუსტად, სად და როგორ გაჩნდა ტატუ. თუმცა ფაქტია, რომ დღეს საკმაოდ აქტუალურია თემაა. იყო დრო, როდესაც ტატუს განსაკუთრებული და მისტიური დატვირთვა ჰქონდათ და მათი ტარების უფლბა ყველას არ ეძლეოდა. ითვლებოდა რომ ტატუს   პატრონისათვის  განსაკუთრებული ძალა უნდა მიენიჭებინა ან ბოროტი სულებისაგან  დაეცვა.  ტატუების სიმბოლიკა, კულტურების მიხედვით იცვლებოდა. თუმცა ყოველთვის მჭიდროდ  იყო დაკავშირებული კულტურისა და ცივილიზაციის გარემომცველ ფლორასა და ფაუნასთან. შემდეგ დიადი აღმოჩენების ხანა დაიწყო და ადამიანმა მისთვის ბევრ, აქამდე მისტიურ მოვლენას უპოვა ახსნა. და მას შემდეგ რაც ჩვენთვის ,,წმინდა" აღარაფერი დარჩა, რათქმაუნდა სიმბოლებმაც დაკარგა მნიშვნელობა. სამაგიეროდ ,,დეკორატიული გამოყენება ჰპოვეს" :))) და საკმაოდ წარმატებულადაც.


    არ ვიცი გახსოვთ თუ არა, ან საერთოდ შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ შარშან ზაფხულს ფრიად აქტუალური თემა იყო დროებითი ტატუები :)) სიამართლე გითხრათ, ამ ტატუების შექმნის პროცედურა არ ვიცი, არ დავინტერესებულვარ მაგრამ ფერებით და ,,ხარისხით" არ აღვფრთოვანებულვარ (მე მაპატიეთ :))) ეგ არაფერი გადავა სად წავა, კი არა და წავა აბა რას იზამს :)) იყო ბეეეეეეეეეევრი ვარსკვლავები და პეპლები (მერაია ქერის არ უნახავს ამდენი პეპელა ერთად :)))) ნუ ეს მდედრებში (ძირითადად :))) რაც შეეხება მამრებს -  განგსტერული სულისკვეთების წარწერები, ვეფხვები და მორიელები ლიდერობდნენ.


    მე პირადად ვთვლი რომ ტატუ უბრალოდ ნახატი არაა შენს სხეულზე, მიმაჩნია რომ ის რაღაცით უნდა გგავდეს რაღაც უნდა გაკავშირებდეს მასთან, გაერთიანებდეს ან გახსენებდეს ( სახელებს, ინიციალებს, და თარიღებს არ ვგულისხმობ, ათასი რამ არსებობს მაგათ ჩასანიშნად, სხეულს რომ არ ეცე მანდამანც :P )


    მოკლედ....
    მათთვის ვინც მეთანხმება ან უბრალოდ სიმბოლოკის მნიშვნელობა აინტერესებს.....





    ზვიგენი - წინააღმდეგობა, გამოყენებითობა
    თავჩაქუჩა ზვიგენი - სიძლიერე, ძალაუფლება, გადაწყვეტილება
    კუ - გიდი, ოჯახი, ნავიგატორი
    ვეშაპი - ოჯახი, დაცვა
    დელფინი - ჰარმონია, მეგობრობა, დაცვა
    ნიჟარა - სიყვარული, ინტიმურობა, დაცვა  
    კოკოპელლი, თიკი - ნაყოფიერება, დაცვა (აი ისიც)




    უჰორო - სისწრაფის სიმბოლო
    თრისკელლ (სამფეხა ბორჯღალო) - მარადისობა და ერთიანობა, სიკვდილი, კვლავ სიცოცხლე
    ლომი - გამბედაობა, სამეფო
    ხვლიკი - წარმატება, სიცოცხლე
    მერცხალი - თავისუფლება, კარგი სიახლე, დაცვა
    ჩიტები - თავისუფლება და ღმერთთან კავშირი
    პეპელა - სული, ტრანსფორმაცია






    დრაკონი - მაგია, ტრანსფორმაცია, ცოდნა, სიბრძნე
    ფენიქსი - უკვდაობა,მარადისობა, ხელახალი დაბადება, აღდგომა




    გვიმრა - ხელახლა გაზრდა, სიახლის დასაწყისი
    ხვეულები - მარადი სიყვრაული
    მგელი - ერთგულება
    კატა - ცვლილება, ადაპტურობა, გამოყენებითობა






    ცეცხლი - ცვლილება, ხელახალი დაბადება, ტკივილი
    ტალღები, წყალი - თანმიმდევრულობა ცვლილებების განმავლობაში, სიცოცხლე
    წრე, დისკო - ცხოვრების წრე, ერთიანობა, წარმავლობა
    მზე - მარადისობა, სიხარული, სიცოცხლე
    მთვარე - ქალურობა, ნაყოფიერება
    ვარდი - სრულყოფილება, სიყვარული
    ლოტოსი - სრულყოფილება, უბედურების დაძლევა, ბალანსი
    ხარი, ვიკინგის ნაჯახი - მეომარი
    ორქიდეა - შარმი, სილამაზე
    ქორი - სიახლის დასაწყისი
    არწივი - თავისუფლება, ძალა





    პუმა - სიძლიერე, სიმტკიცე
    ლეოპარდი - საშიში ელეგანტურობა
    ვეფხვი - სიძლიერე და სილამაზე
    გრიფონი - ძალა და სრულყოფილება
    სალამანდრა - ენერგია
    პეგასი - შთაგონება და ამაღლება
    ფრთოსანი მარტორქა - სიყვარული სექსუალურობა
    ცხენი - სიძლიერე და ნაყოფიერება
    მორიელი -საშიშროება













    4 comments:

    Your Love said...

    rogor mindaaaa rogooooor da verada ver mivige gadacyvetilebaa :S:S:S:S:S SOS

    Unknown said...

    როცა ,,იმ ერთს" ნახავ ბევრს აღარ იფიქრებ :D :*

    gio said...

    droebiti minda da sad ketdeba kide ertxel ro dacero ak?:) 6tviani sakartveloshi tu aketeben ,mudmivi vici mombezrdeba

    Unknown said...

    გააჩნია სად გაიკეთებ, თუ ხშირად არ მოგხვდება თვალში არც მოგბეზრდება, დროებითი კიდე რა ვიცი არ გამიკითხავს მართლა მგონი ყველგან აკეთებენ :)ოღონდ ვისი გაკეთებული ტატუებიც გინახავს იმასთან გაიკეთე, რაიცი რა ხდება :)))

    Post a Comment