Hey there :))

  • Tuesday, March 8, 2011
  • Unknown



  •  ე.ი არ გაგიჟდეთ ეხლა და არ გადამერიოთ და ანათემასაც ნუ გამომიცხადებთ, დემოკრატია გვაქვს ჩვენ და დემოტივატორები მიყვარს კიდე მე :))))


    ჰმმმმ........ისა რა ქვია დაა :)))) მოკლედ..........ოოოოო :))))
    მეტყობა ახალი რომ ვარ, ხომ ?  :)) როგორც წესი სალაპარაკო და საწერი თემა არ მელევა ხოლმე მაგრამ ეხლა რაღაც მუზა მღალატობს (მობრძანდეს სახლში ეგ ვაჟბატონი !!! ) მგონი დავიმორცხვე ;;)
    მოკლედ, მე ნინი ვარ :) რაც თავი მახსოვს წერა მიყვარდა, ოღონდ დღიურებს ვერ ვამუღამებდი :)) არა განა არ ვწერდი ძალიანაც ვწერდი, ნუ ვცდილობდი ყოველშემთხვევაში მაგრამ ერთ კვირასაც ვერ ვქაჩავდი :)) მერე წლების მერე ვნახულობდი და ვბრაზდებოდი ამისათანა სისულელეებს რატომ ვწერდითქო :)) (დიდი უცნაური რამე ვარ ჩვენში დარჩეს და...)  მერე ,,მოთხრობების" წერას მივყავი ხელი :)) აი ეგენი რომ წავიკითხე წლების მერე ეგ იყო, აი თქვენ არ იცით რა შოკი :)) მაგრამ, გადასაყრელად დამენანნენ, ჩემი პირველი ,,ხელნაწერები" და მოკლედ დიდი გულმოდგინებით გადავმალე :)) მერე იყო ყველაზე მაგარი.... წვიმა... მოღრუბლული ხასიათი... გინდა რომ ილაპარაკო იწუწუნო რავიცი ყველაფერი ერთად და მეც მივდივარ სადმე წყნარ კაფეში სადაც როგორც წესი ხალხმრავლობა არაა, ჭიქა მაგარი სასმელი, ყავა, სიგარეტი და ვწერ არანორმალურივით, ყველაფერზე, თემიდან თემაზე დავხტივარ, ურცხვად ვაკვირდები ხალხს, სახეებს, მიმიკებს, ლაპარაკის ტონს მოკლედ ბოლოს მშვენიერი ხასიათით მოვდივარ, უკან სახლში :)) (როგორც ზემოთ ავღნიშნე ცოოოოტა უცნაურობა მჩვევია). აჰა ვსოოო.... ეხლა ავიბურდე, რატომ ვილაპარაკე ამდენიი?... საერთოთ ჩამოხვედით ვინმე ამ აბზაცამდე თუ თავიდანვე შეეშვით? :)) მოკლედ, თან პაწაწინა ამბავი მოგიყევით თან გაგივარჯიშე :)) იმედი მაქვს საინტერესო და სახალისო პოსტები გამომივა :)) 

    0 comments:

    Post a Comment