ბანალურ-ისტორიულ-ანტიკური დასაწყისი
ვიცი, რომ წინ ბევრი ლამაზი დღე მელის
- მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი
- ვიცი, რომ თუ 1,04,11-სთვის ჩაბარებული არ მექნება დეკლარაციები გავიშტრაფები (რიალობა სასტიკია და ბუღალტერია ხალხის მტერია)
- ვიცი, რომ არ არსებობს ისეთი რამ რასაც გარკვეულ სიტუაციაში არ ჩავიდენ
- ვიცი, რომ ყველაფერს თავისი ფასი აქვს და ეს ფასი ყოველთვის ფულად ერთეულში არ იზომება
- ვიცი, რომ დრო ყველაზე ძვირფასი რამაა, მაგრამ ვერასდროს ვიყენებ მას სრულფასოვნად
- ვიცი, რომ მოვკვდები
- ვიცი, რომ ცხოვრების ბოლომდე ვერ ვუპასუხებ კითხვას ღმერთმა შექმნა ადამიანი, თუ ადამიანმა ღმერთი
- ვიცი, რომ თუ ოდესმე #7 პუნქტს ამოვხსნი, თვითდაჯერებულობისა და პატივმოყვარეობის გამო, საკუთარი თავის პატივისცემას დავკარგავ
- ვიცი, რომ ყველა მოქმედებას თან ახლავს შედეგები
- ვიცი, რომ სრულყოფილება არ არსებობს
- ვიცი, რომ ყოველთვის იქნება მიზეზი ჩემს გასაკრიტიკებლად
- ვიცი, რომ #11 პუნქტზე ბევრს არ ვიდარდებ
- ვიცი, რომ ხშირად გამიცრუვდება იმედი
- ვიცი, რომ ყოველთვის არსებობს არჩევანი, უბრალოდ ის ყოველთვის ჩვენთვის სასურველ გზებს არ გვთავაზობს
- ვიცი, რომ ხშირად უნდა გავიღიმო
- ვიცი, რომ ბევრ შეცდომას დავუშვებ და მერე განვაცხადებ ისინი გაზრდაში დამეხმარნენთქონ
- ვიცი, რომ პიროვნულადაც და კარიერაშიც ბევრს შემიძლია მივაღწიო
- ვიცი, რომ ერთადერთი რაც #17 პუნქტის ასრულებაში არ მეყოფა, დროა
- ვიცი, რომ ადამიანი ყველაზე უმადური არსებაა
- ვიცი, რომ უამრავ მიზანს დავისახავ და საქმეს დავიწყებ, მაგრამ ჩვეულებრისამებრ უმრავლესობას ბოლომდე ვერ მივიყვან :))
- ვიცი, რომ გულის სიღრმეში რომანტიკოსი ვარ :''>
- ვიცი, რომ თვითგანადგურებისაკენ მაქვს მიდრეკილება
- ვიცი, რომ ოპტიმისტი უნდა ვიყო
- ვიცი, რომ კიდე ბევრი რამე ვიცი :))
- ვიცი, რომ თავმდაბლობა ჩემი საუკეთესო თვისება არაა ;)
ვიცი, რომ წინ ბევრი ლამაზი დღე მელის
5 comments:
10 რამ, რაც ნამდვილად ვიცი
http://www.ted.com/conversations/1321/what...ou_know_to.html
მაგარი ხალხია 180 კომენტი დღეისთვის.
me vici rom 21 punkti shen ar gexeba :P :D:D:D
გულის სიღრმეშითქო :))
momwons me sheni tavdajerebuloba ;)
მეც :))
Post a Comment