ის...

  • Friday, March 25, 2011
  • Unknown
  • იდეალური ის... ჰმმმ... სისულელეა... მისი იდეალურობის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ის არ არსებობს... მაგრამ მაინც... იდეალური ის...
    ის მაღალია, ჩემზე ბევრად მაღალი.... მასთან შედარებით პაწაწკუნტელა წერტილი ვარ... ფართო, განიერი, მასიური მხრები აქვს... სხეულის პროპორციული აგებულება, რომელსაც კარგად ეტყობა ვარჯიშის კვალი... ოდნავ მზე მოკიდებული კანით... ლამაზიაო ვერ ვიტყვი, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი რატომ მომწონს... ოვალური სახე აქვს... მოკლე თმას ატარებს... ზღარბივითაა... იჩხვლიტება... დიდი თვალები აქვს... ბავშური გამოხედვით... მაგრამ მუდამ ეშმაკუნები ყავს... თითქოს მეუბნება ეგეთი კარგიც არ ვარო... სახის პროპორციული ცხვირი... ოდნავ ჩავარდნილი ლოყები... თითქოს სველი ტუჩები... არც დიდი და არც პატარა... უცნაური ღიმილი აქვს... მხოლოდ ტუჩის მარცხენა კუთხეს აწევს, მაგრამ სახით და თვალებით ვხვდები რომ იღიმის... თხელი, გრძელი მოვლილი თითები აქვს... ატარებს ბეჭედს და სამაჯურს... არაბანალურს... საინტერესო სიმბოლიკით... მხარზე ტატუ აქვს... ისიც ესეთი...საინტერესო...უყვარს ჯინსებში, ფეხშიშველა სიარული... წყალი უყვარს... ყავა და სიგარეტი... სიგიჟე, ექსპერიმენტები, ადრენალინი... ჯანმრთელი ცხოვრება, მაგრამ, აი ყავას და სიგარეტს ვერ ეშვება და როგორც წესი მე მაბრალებს... გადამდები სიმშვიდე ახასიათებს... მაგრამ არ ერიდება გრძნობების/ემოციების საზოგადოდ გამოხატვა... ყოველთვის იცის როგორ გამაცინოს... არასდროს უწევს ტონს, არ ლაპარაკობს ბარბარიზმებით და უცენზურო სიტყვებით... მეამბოხეა... მაგრამ აგრესიული არ არის... არსდროს ერიდება საკუთარი აზრის გამოთქმას, თუნდაც რადიკალურად განსხვავებული იყოს მიღებული აზრისაგან... როგორც წესი ყოველთვის ესეა... პატივს სცემს სხვის არჩევანს, თუნდაც არ ეთანხმებოდეს მას... ყოველთვის აქვს არგუმენტი... ცინიზმთან და სარკაზმთან მეგობრობს... თვითდაჯერებულია და საკუთარი თავის ფასი იცის... არ აქვს განდიდების მანია... ეჭვიანობა მის ბუნებაში არ არის... კონტაქტურია... ადვილად ადაპტირებადი ყველა გარემოსთან... უყვარს ხელოვნება... უსმენს ჯაზზს, ბლუზზს... თითქმის ყველა თემაზე შეუძლია მელაპარაკოს, გამარკვიოს... დამარიგოს... ჩემზე ბევრად ჭკვიანვია... ამიტომაც მის უპირატესობას ვაღიარებ... საერთოდ ერუდირებულია, თუმცა აფიშირებას არ აკეთებს... როცა ერთად ვართ წაფილოსოფოსება გვიყვარს... მერე ბევრს ვიცინით... საერთოდ ბევრს ვიცინით... შეუძლია ჩემი სახე წაიკითხოს... ზოგჯერ აზრებიც... იცის, რომ მეც შემიძლია იგივე... ჩემს დანახვაზე თბილად იღიმის და შუბლზე მკოცნის, იცის რომ ეს მიყვარს და მასაც უყვარს... ორაზროვნად ლაპარაკობს, ხშირად მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით რაზეა სინამდვილეში ლაპარაკი... არასოდეს ყვება ზღაპრებს, რომ მე მისი ცხოვრება და სიცოცხლე ვარ და უჩემოდ მოკვდება... იცის რომ მარადიული არაფერია, ამიტომ გრძელვადიან გეგმებს არ აწყობს... უბრალოდ დღევანდელით ვცხოვრობთ... არ უყვარს სტატუსები... არ სვამს ზედმეტ კითხვებს და მოსწონს, რომ მეც ესე ვიქცევი... დაკვირვებული და ყურადღებიანია... სჯერა, რომ ორივე ჩვენთაგანს უნდა გვქონდეს პირადი ცხოვრება ... დღის ბოლოს ვსვამთ კითხვას ,,როგორ ჩაიარა დღემ ?" პასუხისმგებლობით ეკიდება სამსახურს და ვალდებულებებს... მაგრამ ურთიერთობას მათით არ ძაბავს... იცის რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, ამიტომ შეცდომებისაგან ტრაგედიას არ ქმნის... ყველთვის ინარჩუნებს ცივ გონებას... ზოგჯერ მგონია რომ ცივია მაგრამ... იცის, რომ ხშირად ვიწყებ ისეთ რამეს რაც ბოლომდე არ მიმყავს, მაინც ცდილობს დამეხმაროს საკუთარი სურვილების/ჩანაფიქრების ასრულებაში და სტიმულს საკუთარი მაგალითით მაძლევს... ჩვენ თავისუფლები ვართ... მაგრამ ერთად ვართ... იცის რომ ყოველთვის შეუძლია წავიდეს ამ ურთიერთობიდან... და ისიც იცის, რომ მეც შემიძლია იგივე გავაკეთო...






    ეს ისე, მესიმპატიურა :''>
    P.S. რაც შეეხება დანარჩენს..... ეგ მარტო ჩვენ ვიცით... :))

    4 comments:

    Anonymous said...

    dzalian dzalian momewona :*

    Unknown said...

    :''> ;;) :*

    Your Love said...

    cota dins caagavs :)))))) ra gansxvavebuli gemovneba gvakvs ara? :D :D boloshi sascaulebi giceria me ro kategoriulad ver davetanxmebi :D

    Unknown said...

    ვერ შეგეკამათები :D განსხვავება სახეზეა :)))))

    Post a Comment