მითი მამაკაცზე

  • Wednesday, March 9, 2011
  • Unknown
  • სანამ პოსტის კითხვას დაიწყებთ გახსოვდეთ - ყველა კაცი ერთნაირი სულაც არ არის და არც ის არის აუცილებელი ამ დახასიათებებს მოარგოთ ყველა მამრი ვინც გაგახსენდებათ :)))) მახსოვს  მე რომ ვნახე ეს დახასიათება, აი სად ვნახე ოღონდ მართლა აღარ მახსოვს ძაან ვიხალისე, მერე ცოოოტა დავაპატარავეე (დიდი იყო და რა მექნა :)), გავაჩემებურე და კოლექციაში გადავინახე (ხო, კოლექციაც მაქვს ესეთი რამე რუმეების, მითოლოგია ჩემი სისუსტეა). მოკლედ, იხალისეთ და ,,სიმართლის მარცვალიც" არ დაგავიწყდეთ ;)


    ზევსი - ძალაუფლების მოყვარული მამაკაცი, რომელსაც დაუოკებელი სურვილი აქვს საკუთარი სამეფოს შექმნისა, სადაც ერთპიროვნული მბრძანებელი იქნება. მოსწონს როცა აღმერთებენ და სიტყვის შეუბრუნებლად ემორჩილებიან (კაცი ვიყო, ზევსი ვიქნებოდი =))). თუ მის გვერდით ყოფნას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ : აუცილებელი პირობა თქვენი სრულყოფილება იქნება - ყოველთვის ყველაფერში მოგთხოვთ მაქსიმუმს. სამაგიეროდ მის გვერდით მატერიალურად უზრუნველყოფილი იქნებით, რადგან ,,ზევსი" ბუნებით მომპოვებელი და ამაყია, ის არ დაუშვებს მის მფარველობის ქვეშ მყოფს რამე მოაკლდეს. სამაგიეროდ ვერ დაიკვეხნის ერთგულებით, ის ხომ მბრძანებელია :))) და უყვარს მორჩილება. აკონტროლებს ყველასა და ყველაფერს. არასოდეს შეგეშველებათ საოჯახო საქმეებში, მაგრამ მის გვერდით თავს დაცულად იგრძნობთ.




    პოსეიდონი - იგი ზღვის ღმერთია, ამაყი და ყურადრებიანი. მის გვერდით მყოფს ზრუნვა და ალერსი არასოდეს მოგაკლდებათ. ეს მამაკაცი ყოველთვის აშკარად გამოხატავს თავის გრძნობებეს. მაგალითია ძლიერი და სამართლიანი მამაკაცისა, რომელსაც სიცილიც შეუძლია და ტირილიც. ,,ზევსისგან" განსხვავებით ,,პოსეიდონი" ვერ აკონტროლებს თავის გრძნობებს. ფეთქებადი ხასიათი აქვს და როცა მრისხანებს,საშინელებას სჩადის. ვერ ეგუება მარცხს და თავის ბრაზს ახლობლებს ატეხს თავზე. ,,პოსეიდონის" გვერდით ცხოვრება მღელვარე ზღვაში ნავით შესვლას ნიშნავს (ღმერთო რა ხატოვნებაა :)))). აუცილებლად უნდა შეისწავლოთ მეტეოროლოგიური პროგნოზები. შეიძლება მზიანი ამინდი უცებ ქარიშხალმა შეცვალოს. თუ ექსტრიმის მოყვარული ხართ, მაშინ შეგიძლიათ წახვიდეთ ასეთ ექსპერიმენტზე ;)




    ჰადესი - მიწისქვეშეთის ღმერთი. მამაკაცი, რომელიც არასდროს იღიმის. ის მარტოხელა მგელივით არის (დედა სად შეგვიძლია :))). უცნაურია, რომ სწორედ ის შეგიყვარდათ. თუ ის გადაწყვეტს, თავისი ცხოვრება თქვენ დაგიკავშიროთ, მისი ძლიერი ფრთის ქვეშ შეფარებულს, არასოდეს გექნეათ მატერიალური პრობლემები (რა რომანტიულიაა ;;)). შეიძლება ,,ჰადესი" პირქუში და გაუცინარია, მაგრამ მაგრამ თანაგრძნობა არაჩვეულებრივი შეუძლია. დაჯილდოებულია ფანტასტიკური ინტუიციით. თამამად შეგიძლიათ ენდოთ მას. თუმცა ,,ჰადესი" არასოდეს მისცემს უფლებას თავის რჩეულს, მიატოვოს ის, როგორც უნდა ეწამოთ მის გვერდით, თანაგიგრძნობთ მაგრამ აღარსად გაგიშვებთ.




    არესი - ომის ღმერთი. ენერგიული მამაკაცი, უშუშარი და საშინლად ჯიუტი. თუ თქვენი რჩეული ,,არესია" იცოდეთ, რომ ის არასოდეს დაჩაგრავს სუსტს და არც სხვას მისცემს ამის უფლებას (ხოხ). იგი კარგი საყვარელია. უყვარს ბავშვები და მრავალშვილიანობის მომხრეა, თუმცა ქორწინება დიდად არ ხიბლავს. ამაზე მხოლოდ მაშინ დათანხმდება თუკი ბავშვს გაუჩენთ. სიყვარული მისთვის ველური გრძნობის აფეთქებაა, მაგრამ ასევე ფეთქდება, როცა რაიმეზე ბრაზობს. თუ ამ მამაკაცთან ცხოვრებას აპირებთ აფროდიტე (სიყვარულის გარყვნილი ქალღმერთი იყო ერთდროს ეგეთი )უნდა გახდეთ, სხვანაირად ვერ გაუძლებთ ამ ,,ადამიან ფეიერვერკს".




    აპოლონი - მზისა და ხელოვნების ღმერთი, ზევსის საყვარელი შვილი (და დედას ბუშტიც სავარაუდოდ ). იდეალური ფიზიკური გარეგნობის მამაკაცი. ლოგიკურად მოაზროვნე, რაციონალური და მშვიდი, რაც მას ფანტასტიკურიკარიერის შექმნაში ეხმარება. იგი ყოველთვის მოწესრიგებულია, მაგრამ თავისი ეგოიზმით გაგაწამებთ. თუ სოციალური სტატუსი არ გაქვთ, მისი სიყვარულის იმედი ნუ გექნებათ. ,,აპოლონს" მოსწონს პოპულარული ქალები ან ისეთები, რომელთაც ანგარიშზე სოლიდური თანხა აქვთ. (ალფონსი ნუ :P)










    0 comments:

    Post a Comment