წავუფილოსოფოსე

  • Sunday, March 13, 2011
  • Unknown
  • რააამოდენიმე სასარგებლო რჩევა, იმედია გამოგადგებათ :)))




    1. არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების -  დაცემა - ადგომისას ვიზრდებით


    კონსერვატორობა მხოლოდ გარკვეული ასაკის ზევითაა მისაღები და მოსაწონი, მის ქვევით დასაშვები და ალბათ აუცილებელიცაა, მერე რომ გული არ დაგწყდეთ. ექსპერიმენტებმა და სიახლეების ძებნამ შეიძლება ბევრი საჭირო თვისება და გამოცდილება შეგძინოთ, თუ არა და ტკბილ მოგონებებში მაინც იტყვით ;)






    2.მიეცით თავს სიგიჟის უფლება


    ნუ დაუწესებთ საკუთარ თავს მკაცრ ჩარჩოებს, ამ გზის საბოლოო შედეგი ნერვიული აშლილობაა :)) იყავით ზოგჯერ იმპულსურები, გააკეთეთ ის რისი გაკეთებაც სულ გინდოდათ და რასაც თქვენგან არ მოელიან ;)






    3.არ შეგეშინდეთ უკან მოხედვის


    ,,რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს" ყველას მოეძებნება კარადაში, სულ ცოტა ერთი ,,ჩონჩხუკა" მაინც, ამიტომ საკუთარ შეცდომებს ტრაგედიად ნუ აქცევთ, ბოლო ბოლო არაფერია ამ ბებერ დედამიწაზე ისეთი რაც თქვენამდე ვინმეს არ შეშლია და დაუშავებია :) და მაინც თუკი თქვენი შეცდომები  უკვე ტრაგედიებად იქცნენ, აღიარეთ, ითხოვეთ პატიება და ეცადეთ გამოასწოროთ. მხოლოდ სუსტი ბუნების ადამიანებს აქვთ პრობლემა შეცდომის აღიარებასთან.  




    4.ისწავლეთ პატიება - საქმეში შეცდომაც წარმატების ნაწილია


    სხვას რომ აპატიო ჯერ საკუთარი თავის პატიება უნდა ისწავლო. ცხოვრება ხანმოკლეა და მისი გახარჯვა ბიღმასა და თვითგვემაში არ ღირს. აღიქვით შეცდომა გაკვეთილად, გაიაზრეთ, რომ ჩვენი შეცდომები გვაქცევს ინდივიდებად, მათი დახმარებით ვიზრდებით და ვყალიბდებით. ნუ აქცევთ მათ თქვენს სუსტ წერტილებად. რაც შეეხება სხვას... ეცადეთ ცოტახნით თავი მათ ადგილას წარმოიდგინოთ, იქნეებ გაარკვიოთ რა და რატომ.




    5.იყავით ოპტიმისტები


    ამბობენ, რომ პესიმისტი კარგად, ხოლო ოპტიმისტი  - ცუდად ინფორმირებული რეალისტია. ეს ზოგადად :)))) იმედს და რწმენას დიდი ძალა აქვს, თან ნერვიულ სისტემაზეც დადებითად მოქმედებს. ეცადეთ  მედლის ორივე მხარე დაინახოთ. სამყაროს კარგად და ცუდად ნუ დაყოფთ. გახსოვდეთ, ყველაფერი შედარებითია და ყველა ახალი დღე ახალი შანსია. ხო მართლა, როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენე: ,,ცა ყველაზე ბნელი სწორედ განთიადის წინაა"




    6.დაისახეთ მცირე, ერთმანეთთან დაკავშირებული მიზნები


    ყოველი (ნუ ეცადეთ მაინც :))) დღის დასაწყისში იქონიეთ, რაღაც გარკვეული მიზანი, რომელიც ერთი პატარა ნაბიჯი უნდა იყოს თქვენი დიდი მიზნისაკენ. ეს დაგეხმარებათ ,,გლობალურ მიზანის" მიღწევაში.




    7.იყავით თავდაჯერებულები


    არანაირ ცოდნას, გამოცდილებას და სიძლიერეს არ აქვს ფასი, თუ თავდაჯერებულობა გაკლიათ. გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების და თუ პირველი ცდისას რაღაც არ გამოვიდა მაშინვე ნუ დაკარგავთ იმედს. თავდაჯერებულობა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება იმ ადამიანებისა, რომლებიც ისტორიას შემორჩნენ.






    8.შეეჩვიეთ ყურადღებას


    ,,განსხვავებულობა შურს ბადებს"-ო, არ მახსოვს ვინ, მაგრამ აშკარად ჭკვიანმა ადამიანმა თქვა. თუ პრეტენზია გაქვთ თვითდამკვიდრებაზე, მაშინ მიეჩვიეთ აუდიტორიას, ყირადღებას და კრიტიკას, მაგრამ მათ გამო ხასიათს ნუ გაიფუჭებთ. ყველას მაინც ვერ ასიამოვნებთ, პრინციპში მთელი ცხოვრება რომ მაგაზე იფიქროთ, საკუთარი სიამოვნებისთვის დრო აღარ დაგრჩებათ ამითომ აკეთეთ ის რაც გსიამოვნებთ.








    9.პატივი ეცით სხვის აზრს - დაივიწყეთ მბრძანებლური კილო.


    სამყარო თქვენს გარშემო არ ტრიალებს და არავინაა ვალდებული დაგემორჩილოთ ან უსიტყვოდ დაგეთანხმოთ. ამგვარი ურთიერთობა, როგორც წესი ამბოხებით მთავრდება. პატივი ეცით სხვის აზრს, თუნდაც არ ეთანხმებოდეთ მას, გაპროტესტების შემთხვევაში არ გამოიყენოთ აგრესიული არგუმენტები და წინადადება ,,იმიტომ, რომ მე ასე მინდა"






    10.დააფასეთ საკუთარი და სხვისი თავისუფლება


    აბა გამოტყდით რა აზრები გიტრიალებთ თავში ვიღაც გამუდმებით რომ ცდილობს საკუთარი აზრი მოგახვიოთ თავს ან თქვენს მაგივრად იღებს გადაწყვეტილებას ;;) კარგი არაფერი ხო? ;) ხოოდა იგივე ხდება თუ თქვენც მსგავსად ექცევით სხვებს. მიეცით ადამიანს ,,სუნთქვის" საშუალება და აცადეთ გააკეთოს არჩევანი.


    11.ისწავლეთ ,,რუხი კარდინალობა" (განსაკუთრებით მდედრებმა)


    არავის უყვარს დიქტატორები. თუ გინდათ ვინმე რაიმეზე დაითანხმოთ ყველაზე მარტივი გზაა, აუხსნათ და დაუმტკიცოთ თუ რა სარგებელს მოუტანს ეს მას. თანამდებობა და სტატუსი ისეთი მნიშვნელოვანი სულაც არაა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს, მარიონეტებიც მშვენივრად ერგებიან მათ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვინ ათამაშობს ამ მარიონეტებს ;)










    12.გახსოვდეთ: ყველა ქმედებას გააჩნია შედეგები


    ყველაფერს გააჩნია საკუთარი ფასი, თავისუფლების ფასი პასუხისმგებლობაა. სანამ არჩევანს გავაკეთებთ სჯობს დავფიქრდეთ რა შედეგამდე მივალთ და ვართ თუ არა მზად ამ შედეგისათვის.






    13.ისწავლეთ კომპლიმენტის თქმა - დაეხმარეთ ადამიანებს, იგრძნონ თავიანთი მნიშვნელობა


    კომპლიმენტი მარტო ქალებს არ სჭირდებათ :))) მას დიდი ძალა აქვს, დააკვირდით საკუთარ თავს, სულ მცირე ქათინაურიც კი სიამოვნებას გაინიჭებთ. შეაქეთ ადამიანები, აღნიშნეთ მათი დადებითი თვისებები, მოხერხებულობა, გონიერება, სილამაზე, მიუთითეთ მათ ძლიერ მხარეებზე. ეს ურთიერთობას ბევრად ამარტივებს და მოსაუბრე ბევრად სასიამოვნო ხდება. ოღონდ კომპლინენტი ბუნებრივი უნდა იყოს, ხელოვნური სწრაფად მჟღავნდება და სიტუაციაც არასასიამოვნო ხდება.




    13.დააფასეთ ადამიანები - მოექეცი ადამიანებს ისე, როგორც გინდა რომ მოგექცნენ


    ცხოვრება უცნაური რამაა, არავინ იცის ვის გაუღიმებს ან ვის გაწირავს. ცხოვრების განმავლობაში ნებით თუ უნებლიედ უამრავ მტერს ვიჩენთ, ამიტომ იქნებ დავფიქრდეთ როგორ ვექცევით ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებს? არავინ ვიცით ვინ, სად და როგორ დაგვჭირდება ან დავჭირდებით. ეცადეთ ყველასთან თბილი ურთიერთობა გქონდეთ, შეგნებულად ნურავის დაამცირებთ, რადგან დღეს რომ წყნარი და მშვიდია, ყოველგვარ ძალაუფლებას მოკლებული, ხვალ-ზეგ შეიძლება ზუსტად ეგეთის ხელში აღმოჩნდეს თქვენი ბედიღბალი.


    14.ისწავლეთ მოსმენა


    არავის უყვარს ურთიერთობა ადამიანთან , რომელიც მხოლოდ თავის წარმატებაზე ან წარუმატებლობაზე ლაპარაკობს. ისწავლეთ მოსმენა, დაინტერესდით სხვისი წარმატებიდ და მიღწევებით. ადამიანთა უმეტესობას ხშირად კარგი მსმენელი უფრო სჭირდება ვიდრე უბრალოდ მრჩეველი.


    15.შეეშვით ,,ალექსანდრე მაკედონელობას" :)))


    ისწავლეთ იმით ტკბობა რაც გაქვთ, ეს იმას არ ნიშნავს რომ ერთ ადგილზე გაიყინოთ, მაგრამ მიღწეულსაც ისე ნუ აღიქვამთ თითქოს და ეს ასეც უნდა მომხდარიყო. მიულოცეთ საკუთარ თავს, დატკბით შედეგებით და მერე იფიქრეთ ახალ მიზანზე. რათქმაუნდა მწვერვალებისაკენ სიარული მისასალმებელია, მაგრამ გზადაგზა უნდა შეჩერდეთ, რომ სიამაყით (არა თავში ავარდნით :)))) გადმოხედოთ განვლილ გზას.






    16.ნუ ჩაყოფთ ცხვირს სხვის პირად ცხოვრებაში


    რამდენად გსიამოვნებთ, როდესაც თქვენს ცხოვრებაში თქვენი ნებართვის გარეშე ყოფენ ცხვირს? - არ გსიამოვნებთ ხო?! ხოდა ყველა ეგრეა. ნაკლები იცი უკეთესად გძინავს. ნაკლებს იჭორავებთ, ნაკლებად გაგჭორავენთქო ვერ დაგპირდებით, მაგრამ ნამდვილად ნაკლებად ჩავარდებით უხერხულ სიტუაციაში ( მაგ: შენ რა მართლა ესე თქვი ჩემზე რომ...... )


    17.გამოასწორეთ მეტყველება


    ადამიანი, რომელიც უცენზურო სიტყვების და რამოდენიმე ენის გაურკვეველი ნაზავის ფეიერვერკს არ წარმოადგენს, ბევრად სასიამოვნო საურათიერთობოა (ნუ აქ ალბათ გემოვნების ამბავიცაა)






    18.ხშირად გაიღიმეთ


    ღიმილს იმდენი დადებითი მხარე აქვს, რომ ალბათ ყველას ვერც ჩამოვთვლით. მომღიმარი ადამიანი მეტ ნდობას და სიმპატიას იმსახურებს. მასთან ურთიერთობა გაცილებით მარტივი და სასიამოვნოა. ღიმილი გვეხმარება ყველაზე უხერხული სიტუაციებიდანაც კი დავიძვრინოთ თავი და რთულ სიტუაციებში სიძლიერე შევინარჩუნოთ.




    19.იუმორი


    იუმორი ალბათ ყველაზე დიდი ნიჭია ადამიანისა, იგი ძალიან ხშირად იმაზე მეტ საქმეს აკეტებს ვიდრე გვგგონია. ნუ შეგეშინდებათ იხუმროთ საკუთარ ტავზე და ჩვევებზე, ამით თქვენ მხოლოდ მოიგებთ. თუმცა სარკაზმი და ირონია საუკეთესო ვარიანტი არაა ურთიერთობების დასაწყისად. კარგი იუმორი გვეხმარება თავიდან ავიცილოთ უხერხული სიტუაციები და ვაიძულოთ ადამიანი გაიღიმოს, ღიმილი კი ნამდვილიღიმილი, როგორც წესი ბევრი ლამაზი რამის დასაწყისია.




    20. შეიყვარეთ - თუ გინდათ რომ შეგიყვარონ


    შეყვარება კი საკუთარი თავით უნდა დაიწყოთ, ოღონდ ვარსკვლავურ სენს ნუ დაიმარტებთ. უბრალოდ, ისწავლეთ საკუთარი თავის ფასი და ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკულნი. 




    ხო კიდე, ყველაზე მნიშვნელოვანი! ჩვენი უფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი იწყება!! 


    About Tattoo

  • Saturday, March 12, 2011
  • Unknown
  •  არავინ იცის, ან ალბათ უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა არავის ახსოვს ზუსტად, სად და როგორ გაჩნდა ტატუ. თუმცა ფაქტია, რომ დღეს საკმაოდ აქტუალურია თემაა. იყო დრო, როდესაც ტატუს განსაკუთრებული და მისტიური დატვირთვა ჰქონდათ და მათი ტარების უფლბა ყველას არ ეძლეოდა. ითვლებოდა რომ ტატუს   პატრონისათვის  განსაკუთრებული ძალა უნდა მიენიჭებინა ან ბოროტი სულებისაგან  დაეცვა.  ტატუების სიმბოლიკა, კულტურების მიხედვით იცვლებოდა. თუმცა ყოველთვის მჭიდროდ  იყო დაკავშირებული კულტურისა და ცივილიზაციის გარემომცველ ფლორასა და ფაუნასთან. შემდეგ დიადი აღმოჩენების ხანა დაიწყო და ადამიანმა მისთვის ბევრ, აქამდე მისტიურ მოვლენას უპოვა ახსნა. და მას შემდეგ რაც ჩვენთვის ,,წმინდა" აღარაფერი დარჩა, რათქმაუნდა სიმბოლებმაც დაკარგა მნიშვნელობა. სამაგიეროდ ,,დეკორატიული გამოყენება ჰპოვეს" :))) და საკმაოდ წარმატებულადაც.


    არ ვიცი გახსოვთ თუ არა, ან საერთოდ შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ შარშან ზაფხულს ფრიად აქტუალური თემა იყო დროებითი ტატუები :)) სიამართლე გითხრათ, ამ ტატუების შექმნის პროცედურა არ ვიცი, არ დავინტერესებულვარ მაგრამ ფერებით და ,,ხარისხით" არ აღვფრთოვანებულვარ (მე მაპატიეთ :))) ეგ არაფერი გადავა სად წავა, კი არა და წავა აბა რას იზამს :)) იყო ბეეეეეეეეეევრი ვარსკვლავები და პეპლები (მერაია ქერის არ უნახავს ამდენი პეპელა ერთად :)))) ნუ ეს მდედრებში (ძირითადად :))) რაც შეეხება მამრებს -  განგსტერული სულისკვეთების წარწერები, ვეფხვები და მორიელები ლიდერობდნენ.


    მე პირადად ვთვლი რომ ტატუ უბრალოდ ნახატი არაა შენს სხეულზე, მიმაჩნია რომ ის რაღაცით უნდა გგავდეს რაღაც უნდა გაკავშირებდეს მასთან, გაერთიანებდეს ან გახსენებდეს ( სახელებს, ინიციალებს, და თარიღებს არ ვგულისხმობ, ათასი რამ არსებობს მაგათ ჩასანიშნად, სხეულს რომ არ ეცე მანდამანც :P )


    მოკლედ....
    მათთვის ვინც მეთანხმება ან უბრალოდ სიმბოლოკის მნიშვნელობა აინტერესებს.....





    ზვიგენი - წინააღმდეგობა, გამოყენებითობა
    თავჩაქუჩა ზვიგენი - სიძლიერე, ძალაუფლება, გადაწყვეტილება
    კუ - გიდი, ოჯახი, ნავიგატორი
    ვეშაპი - ოჯახი, დაცვა
    დელფინი - ჰარმონია, მეგობრობა, დაცვა
    ნიჟარა - სიყვარული, ინტიმურობა, დაცვა  
    კოკოპელლი, თიკი - ნაყოფიერება, დაცვა (აი ისიც)




    უჰორო - სისწრაფის სიმბოლო
    თრისკელლ (სამფეხა ბორჯღალო) - მარადისობა და ერთიანობა, სიკვდილი, კვლავ სიცოცხლე
    ლომი - გამბედაობა, სამეფო
    ხვლიკი - წარმატება, სიცოცხლე
    მერცხალი - თავისუფლება, კარგი სიახლე, დაცვა
    ჩიტები - თავისუფლება და ღმერთთან კავშირი
    პეპელა - სული, ტრანსფორმაცია






    დრაკონი - მაგია, ტრანსფორმაცია, ცოდნა, სიბრძნე
    ფენიქსი - უკვდაობა,მარადისობა, ხელახალი დაბადება, აღდგომა




    გვიმრა - ხელახლა გაზრდა, სიახლის დასაწყისი
    ხვეულები - მარადი სიყვრაული
    მგელი - ერთგულება
    კატა - ცვლილება, ადაპტურობა, გამოყენებითობა






    ცეცხლი - ცვლილება, ხელახალი დაბადება, ტკივილი
    ტალღები, წყალი - თანმიმდევრულობა ცვლილებების განმავლობაში, სიცოცხლე
    წრე, დისკო - ცხოვრების წრე, ერთიანობა, წარმავლობა
    მზე - მარადისობა, სიხარული, სიცოცხლე
    მთვარე - ქალურობა, ნაყოფიერება
    ვარდი - სრულყოფილება, სიყვარული
    ლოტოსი - სრულყოფილება, უბედურების დაძლევა, ბალანსი
    ხარი, ვიკინგის ნაჯახი - მეომარი
    ორქიდეა - შარმი, სილამაზე
    ქორი - სიახლის დასაწყისი
    არწივი - თავისუფლება, ძალა





    პუმა - სიძლიერე, სიმტკიცე
    ლეოპარდი - საშიში ელეგანტურობა
    ვეფხვი - სიძლიერე და სილამაზე
    გრიფონი - ძალა და სრულყოფილება
    სალამანდრა - ენერგია
    პეგასი - შთაგონება და ამაღლება
    ფრთოსანი მარტორქა - სიყვარული სექსუალურობა
    ცხენი - სიძლიერე და ნაყოფიერება
    მორიელი -საშიშროება













    ხელწერის საიდუმლო

  • Thursday, March 10, 2011
  • Unknown
  • არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ მე ყოველთვის მიყვარდა და ძალიან ვინტერესდებოდი ფსიქოლოგიით, განსაკუთრებით ის ნაწილი მიყვარს აი რაღაც გაუგებარ მუქ ლაქებს რომ გაჩვენებენ და უცნაური ღიმილით, რომ გეკითხებიან ,,აბა საყვარელო მითხარი რას ხედავ", ან გთხოვენ ყველაზე ძველი, სუუუუულ სულ პირველი მოგონება მოყვე (დამიჯერეთ არც ისე მარტივია, აბა სცადეთ :P) და კიდე ტესტები და კითხვარები :)) (არა, არა ძალიან მდგრადი და გაწონასწორებული ვარ და არ წარმოვადგენ საზოგადოებისათვის საშიშროებას, არც ის ვარ ეგრე რომ ამბობენ და მერე ცუდ რაღაცეებს აკეთებენ :)))
    მოკლედ, ეს შესავალი იმიტომ გავაკეთე ,რომ ფრიად საინტერესო რამ აღმოვაჩინე, კი არა და კაი ხანია აღმოჩენილია ჩემს დაუხმარებლადაც :)) მე უბრალოდ სისტემაში მოყვანილს წავაწყდი. საუბარია გრაფოლოგიაზე. ხოოოდა ვისაც მსგავსი რამე რუმეები გაინტერესებთ, ვფიქრობ ჩემსავით ისიამოვნებთ.


    იცოდით, რომ  თუ კარგად დავაკვირდებით ასო-ბგერების მიმართულებას, შეიძლება ამა თუ იმ დაავადების დიაგნოზი დავსვათ, ოღონდაც ძალიანაც ნუ იჩქარებთ ვინმეს გული გაუხეთქოთ :))




    • ასოების მიმართულების მერყეობა - საჭმლის მომნელებელი ორგანოების მოშლა
    • სტრიქონების დაბლა დაშვება - კუჭის დაავადება
    • სტრიქონების მაღლა მიმართვა - ღვიძლზე ზედმეტი დატვირთვა (მეც არ მიკვირდა რატო ვწერ ზოგჯერ უცნაურადთქო ;;))
    • წვრილი ასოები - სასიცოცხლო ტონუსის დაქვეითება
    • ძალიან მაღალი ასოები - ზედმეტი დაძაბვა, სულიერი გადაღლა
    • ცალკეული ასოს გაუმართლებელი დაშორება - სისხლის მიმოქცევის მოშლა
    • დახრილი - მგრძნობიარე
    • ვერტიკალური - მშვიდი - ცივი გონებით
    • მარცხნივ დახრილი - პირმოთნე
    • შემჭიდროებული - მომჭირნე, ეკონომიური
    • გაშლილი - მფლანგველი
    • გადაპრანჭული ასოები (მიდი და მიხვდი ეხლა შენ) - პრეტენზიული
    • გამოტოვებული ასოები - მერყევი, ფრთხილი აზრების მატარებელი
    • ერთმანეთში მკვეთრად გადახლართული ასოები - ნევროზი
    • კაუჭებით სიტყვის დაბოლოება (თქვენი არ ვიცი, ჩემმა წარმოდგენამ ეს პუნქტი ვერ გაქაჩა :))) - აკვიატებული იდეები. 
    • მოკლე ხელწერა - ცხოვრების დაბალი ტონუსი
    • ფართო ხელწერა - ენერგიის ამაოდ ფლანგვა
    ნუ პროფესიის ამოცნობაც რომ შეიძლება ხელწერით ალბათ ეგ ახალი არავისთვისაა :)) რამდენი ექიმი შემოგვლანძღია ვაღიაროთ :))  (გვაპატიეთ მედიკებო მაგრამ რაღა თქვენ და რაღა ტუტანხამონი :))))


    • ექიმი - ნაწერის წაკითხვა თავად ავტორსაც უჭირს
    • ქირურგი - მტკიცე ხელით გამოირჩევა (და ვაი პაციენტის ბრალი თუ არ გამოირჩევა :)))
    • ფსიქიატრი - ხელნაწერი არ ექვემდებარება არცერთ ანალიზს
    • მათემატიკოსი - წვრილი, გასაგები, ციფრების ფორმის
    • ვაჭრები,ფინანსისტები - მომრგვალებული (ეს მე ვარ)
    • დიპლომატები - კლაკნილი, მიხვეულ-მოხვეული (ლაპარაკიც ეგქთი აქვთ მაგათ :)))
    • ხელოვანი - ჰარმონიული
    • მუსიკოსი - ჰგავს მუსიკის ნიშნებს


    როგორც აღმოჩნდა ადამიანის ხასიათის განსაზღვრაც მშვენივრად შეიძლება და ხერხდება ხელნაწერით
    •  თუ სტრიქონები მიდის ზემოთ - იგი მღელვარეა, ენერგიული, ძალაუფლების მოყვარული
    • თუ ხაზები ეშვება დაბლა - ფიზიკურად სუსტია, სევდიანი და უიღბლო
    • თანაბარი სტრიქონები - გაწონასწორებული, მშვიდი პიროვნეა
    • მრგვალი - თვინიერი, რბილი, ცნობისმოყვარე
    • კუთხოვანი - ძლიერი ბუნების
    • დაცილებული ასოები - განმარტოების მოყვარული
    • მარჯვნივ გადახრილი - გულღია, ხალისიანი
    • მარცხნივ გადახრილი - საკუთარ თავში დარწმუნებული
    • პირდაპირი ხელწერა - მორიდებული 
     აი ასეა საქმეეე, ვინ იცის კიდე რამდენი რამის მოყოლა შეუძლია ჩვენს ხელწერას. სანამ ვინმეს ,,გაშიფვრას" დააპირებთ დარწმუნდით, რომ ავტორი არ ალამაზებდა საკუთარ ხელწერას, ყველა ხელნაწერი არ გამოგადგებათ ;))

    მითი მამაკაცზე

  • Wednesday, March 9, 2011
  • Unknown
  • სანამ პოსტის კითხვას დაიწყებთ გახსოვდეთ - ყველა კაცი ერთნაირი სულაც არ არის და არც ის არის აუცილებელი ამ დახასიათებებს მოარგოთ ყველა მამრი ვინც გაგახსენდებათ :)))) მახსოვს  მე რომ ვნახე ეს დახასიათება, აი სად ვნახე ოღონდ მართლა აღარ მახსოვს ძაან ვიხალისე, მერე ცოოოტა დავაპატარავეე (დიდი იყო და რა მექნა :)), გავაჩემებურე და კოლექციაში გადავინახე (ხო, კოლექციაც მაქვს ესეთი რამე რუმეების, მითოლოგია ჩემი სისუსტეა). მოკლედ, იხალისეთ და ,,სიმართლის მარცვალიც" არ დაგავიწყდეთ ;)


    ზევსი - ძალაუფლების მოყვარული მამაკაცი, რომელსაც დაუოკებელი სურვილი აქვს საკუთარი სამეფოს შექმნისა, სადაც ერთპიროვნული მბრძანებელი იქნება. მოსწონს როცა აღმერთებენ და სიტყვის შეუბრუნებლად ემორჩილებიან (კაცი ვიყო, ზევსი ვიქნებოდი =))). თუ მის გვერდით ყოფნას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ : აუცილებელი პირობა თქვენი სრულყოფილება იქნება - ყოველთვის ყველაფერში მოგთხოვთ მაქსიმუმს. სამაგიეროდ მის გვერდით მატერიალურად უზრუნველყოფილი იქნებით, რადგან ,,ზევსი" ბუნებით მომპოვებელი და ამაყია, ის არ დაუშვებს მის მფარველობის ქვეშ მყოფს რამე მოაკლდეს. სამაგიეროდ ვერ დაიკვეხნის ერთგულებით, ის ხომ მბრძანებელია :))) და უყვარს მორჩილება. აკონტროლებს ყველასა და ყველაფერს. არასოდეს შეგეშველებათ საოჯახო საქმეებში, მაგრამ მის გვერდით თავს დაცულად იგრძნობთ.




    პოსეიდონი - იგი ზღვის ღმერთია, ამაყი და ყურადრებიანი. მის გვერდით მყოფს ზრუნვა და ალერსი არასოდეს მოგაკლდებათ. ეს მამაკაცი ყოველთვის აშკარად გამოხატავს თავის გრძნობებეს. მაგალითია ძლიერი და სამართლიანი მამაკაცისა, რომელსაც სიცილიც შეუძლია და ტირილიც. ,,ზევსისგან" განსხვავებით ,,პოსეიდონი" ვერ აკონტროლებს თავის გრძნობებს. ფეთქებადი ხასიათი აქვს და როცა მრისხანებს,საშინელებას სჩადის. ვერ ეგუება მარცხს და თავის ბრაზს ახლობლებს ატეხს თავზე. ,,პოსეიდონის" გვერდით ცხოვრება მღელვარე ზღვაში ნავით შესვლას ნიშნავს (ღმერთო რა ხატოვნებაა :)))). აუცილებლად უნდა შეისწავლოთ მეტეოროლოგიური პროგნოზები. შეიძლება მზიანი ამინდი უცებ ქარიშხალმა შეცვალოს. თუ ექსტრიმის მოყვარული ხართ, მაშინ შეგიძლიათ წახვიდეთ ასეთ ექსპერიმენტზე ;)




    ჰადესი - მიწისქვეშეთის ღმერთი. მამაკაცი, რომელიც არასდროს იღიმის. ის მარტოხელა მგელივით არის (დედა სად შეგვიძლია :))). უცნაურია, რომ სწორედ ის შეგიყვარდათ. თუ ის გადაწყვეტს, თავისი ცხოვრება თქვენ დაგიკავშიროთ, მისი ძლიერი ფრთის ქვეშ შეფარებულს, არასოდეს გექნეათ მატერიალური პრობლემები (რა რომანტიულიაა ;;)). შეიძლება ,,ჰადესი" პირქუში და გაუცინარია, მაგრამ მაგრამ თანაგრძნობა არაჩვეულებრივი შეუძლია. დაჯილდოებულია ფანტასტიკური ინტუიციით. თამამად შეგიძლიათ ენდოთ მას. თუმცა ,,ჰადესი" არასოდეს მისცემს უფლებას თავის რჩეულს, მიატოვოს ის, როგორც უნდა ეწამოთ მის გვერდით, თანაგიგრძნობთ მაგრამ აღარსად გაგიშვებთ.




    არესი - ომის ღმერთი. ენერგიული მამაკაცი, უშუშარი და საშინლად ჯიუტი. თუ თქვენი რჩეული ,,არესია" იცოდეთ, რომ ის არასოდეს დაჩაგრავს სუსტს და არც სხვას მისცემს ამის უფლებას (ხოხ). იგი კარგი საყვარელია. უყვარს ბავშვები და მრავალშვილიანობის მომხრეა, თუმცა ქორწინება დიდად არ ხიბლავს. ამაზე მხოლოდ მაშინ დათანხმდება თუკი ბავშვს გაუჩენთ. სიყვარული მისთვის ველური გრძნობის აფეთქებაა, მაგრამ ასევე ფეთქდება, როცა რაიმეზე ბრაზობს. თუ ამ მამაკაცთან ცხოვრებას აპირებთ აფროდიტე (სიყვარულის გარყვნილი ქალღმერთი იყო ერთდროს ეგეთი )უნდა გახდეთ, სხვანაირად ვერ გაუძლებთ ამ ,,ადამიან ფეიერვერკს".




    აპოლონი - მზისა და ხელოვნების ღმერთი, ზევსის საყვარელი შვილი (და დედას ბუშტიც სავარაუდოდ ). იდეალური ფიზიკური გარეგნობის მამაკაცი. ლოგიკურად მოაზროვნე, რაციონალური და მშვიდი, რაც მას ფანტასტიკურიკარიერის შექმნაში ეხმარება. იგი ყოველთვის მოწესრიგებულია, მაგრამ თავისი ეგოიზმით გაგაწამებთ. თუ სოციალური სტატუსი არ გაქვთ, მისი სიყვარულის იმედი ნუ გექნებათ. ,,აპოლონს" მოსწონს პოპულარული ქალები ან ისეთები, რომელთაც ანგარიშზე სოლიდური თანხა აქვთ. (ალფონსი ნუ :P)










    Hey there :))

  • Tuesday, March 8, 2011
  • Unknown



  •  ე.ი არ გაგიჟდეთ ეხლა და არ გადამერიოთ და ანათემასაც ნუ გამომიცხადებთ, დემოკრატია გვაქვს ჩვენ და დემოტივატორები მიყვარს კიდე მე :))))


    ჰმმმმ........ისა რა ქვია დაა :)))) მოკლედ..........ოოოოო :))))
    მეტყობა ახალი რომ ვარ, ხომ ?  :)) როგორც წესი სალაპარაკო და საწერი თემა არ მელევა ხოლმე მაგრამ ეხლა რაღაც მუზა მღალატობს (მობრძანდეს სახლში ეგ ვაჟბატონი !!! ) მგონი დავიმორცხვე ;;)
    მოკლედ, მე ნინი ვარ :) რაც თავი მახსოვს წერა მიყვარდა, ოღონდ დღიურებს ვერ ვამუღამებდი :)) არა განა არ ვწერდი ძალიანაც ვწერდი, ნუ ვცდილობდი ყოველშემთხვევაში მაგრამ ერთ კვირასაც ვერ ვქაჩავდი :)) მერე წლების მერე ვნახულობდი და ვბრაზდებოდი ამისათანა სისულელეებს რატომ ვწერდითქო :)) (დიდი უცნაური რამე ვარ ჩვენში დარჩეს და...)  მერე ,,მოთხრობების" წერას მივყავი ხელი :)) აი ეგენი რომ წავიკითხე წლების მერე ეგ იყო, აი თქვენ არ იცით რა შოკი :)) მაგრამ, გადასაყრელად დამენანნენ, ჩემი პირველი ,,ხელნაწერები" და მოკლედ დიდი გულმოდგინებით გადავმალე :)) მერე იყო ყველაზე მაგარი.... წვიმა... მოღრუბლული ხასიათი... გინდა რომ ილაპარაკო იწუწუნო რავიცი ყველაფერი ერთად და მეც მივდივარ სადმე წყნარ კაფეში სადაც როგორც წესი ხალხმრავლობა არაა, ჭიქა მაგარი სასმელი, ყავა, სიგარეტი და ვწერ არანორმალურივით, ყველაფერზე, თემიდან თემაზე დავხტივარ, ურცხვად ვაკვირდები ხალხს, სახეებს, მიმიკებს, ლაპარაკის ტონს მოკლედ ბოლოს მშვენიერი ხასიათით მოვდივარ, უკან სახლში :)) (როგორც ზემოთ ავღნიშნე ცოოოოტა უცნაურობა მჩვევია). აჰა ვსოოო.... ეხლა ავიბურდე, რატომ ვილაპარაკე ამდენიი?... საერთოთ ჩამოხვედით ვინმე ამ აბზაცამდე თუ თავიდანვე შეეშვით? :)) მოკლედ, თან პაწაწინა ამბავი მოგიყევით თან გაგივარჯიშე :)) იმედი მაქვს საინტერესო და სახალისო პოსტები გამომივა :))